დღეიდან, სტარტს აიღებს თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება 2023, რომელიც უკვე მერვე წელია იმართება. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა უკვე 3500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო და მათ შორის ყველაზე გამორჩეულებმა თიბისისგან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღეს, გაზარდეს ცნობადობა, გააფართოვეს საქმიანობის მასშტაბები და აითვისეს ახალი ბაზრები.
განაცხადები წელსაც ხუთ კატეგორიაში მიიღება, 2023 წლის ბიზნესდაჯილდოების ნომინაციებია:
- საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
- წლის ინოვაციური სტარტაპი
- გამორჩეული როლი რეგიონში
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
- გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება
მეორე წელია უკვე გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის.
წელსაც თიბისი ბიზნესდაჯილდოებას დამოუკიდებელი ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.
ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნესამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი. წელს სიახლეა ამ მიმართულებით — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ თიბისისგან მხარდაჭერის მიღება.
თიბისის ბიზნესდაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება მონაწილე ბიზნესების პროფილები და საქმიანობის არეალი. ასე რომ, იჩქარეთ, გაიარეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და დაელოდეთ ფინალისტების გამოცხადებას დეკემბერში. ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება 2024 წლის თებერვალში გაიმართება. S