თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება

თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება

საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩის #24-ში, საცხოვრებელი კომპლექსის – „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა თიბისის მხარდაჭერით შენდება.

„გრინჰილ რეზიდენსი” 33 500 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს.

კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი 3 დასრულებული ეტაპი 10 ბლოკს მოიცავს. ბოლო ფაზა, რომელიც 2 საცხოვრებელ ბლოკს გულისხმობს, 80 მეტრითაა დაშორებული დასრულებული ბლოკებისგან.

კომპლექსის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა აერთიანებს 5000 კვ.მ გამწვანებულ, შიდა, დაცულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, სკვერს, 25-მეტრიან საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, სპას, პარკირების 400-მდე უფასო ადგილს.

ასევე, კომპლექსის უპირატესობებია: ხედი მდინარე ვერესა და წყნეთზე; ვერეს ხეობის დახმარებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემო; მეტროსადგური 500 მეტრში; 100 მეტრში კი – ჰიპერმარკეტი.

კომპლექსში ბინები 53 კვ.მ-დან, მაცხოვრებლების სურვილის შესაბამისად – თეთრი კარკასით ან რემონტით ბარდება.

“გრინჰილ რეზიდენსის” ბოლო ფაზის მშენებლობა, 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

S