თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს

ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის იანვრიდან ნოემბრამდე თურქეთს 3,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლებია. საერთო ჯამში თურქეთში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 1.4 პროცენტით შემცირდა. თუმცა, როგორც ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მაჰირ უნალი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ ანტალიაში აპრილიდან ოქტომბრამდე დაგეგმილი გამოფენა „ექსპო“ საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვს გაზრდის, რაც რუსი ტურისტების ერთგვარი კომპენსირება იქნება. 

თურქეთში რუსი ტურისტების რიცხვი მას შემდეგ შემცირდა, რაც მოსკოვმა ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. კერძოდ, რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა გასული წლის ნოემბრის შემდეგ შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ბომბდამშენის ჩამოდგება გახდა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.