თურქეთის ფინანსთა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურების შემდეგ “ფინანსური მაღალჩინოსანი” თანამდებობას ტოვებს. მანამდე გადადგომის შესახებ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მიმდინარე წელს თურქული ეროვნული ვალუტა დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა, რასაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ. Reuters-ის ცნობით, ინვესტორები წუხან, რომ ცენტრალურმა ბანკმა ვერ შეძლო ორნიშნულიანი ინფლაციის შეჩერება.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაკმა გადადგომის შესახებ განცხადება Instagram-ზე გამოაქვეყნა, რაც შემდეგ მთავრობაშიც დაადასტურეს. ცნობისთვის, ალბაირაკი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა. ვინ ჩაანაცვლებს, მას უცნობია.
“გადავყწვიტე რომ აღარ შემიძლია მინისტრის პოსტზე მუშაობის გაგრძელება, რომელსაც უკვე თითქმის ხუთი წელია ვიკავებდი. მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია“, – განაცხადა ალბაირაკმა.
შეგახსენებთ, 42 წლის ალბაირაკი ორი წლის წინ დაინიშნა ფინანსთა მინისტრის პოსტზე, მანამდე ის ენერგეტიკის მინისტრი იყო. მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში, თურქეთის ეკონომიკამ ორი მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა, რამაც ორნიშნულიანი ინფლაცია და უმუშევრობის მაღალი დონე გამოიწვია. ალბაირაკის დანიშვნიდან დღემდე თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით 45%-ით გაუფასურდა.