თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად, 500 საბაზო პუნქტით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები მის 250 საბაზო პუნქტით ზრდას მოელოდნენ. შედეგად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთმა 40%-ს მიაღწია.
ეს ნაბიჯი ბანკის კიდევ ერთ მცდელობად განიხილება, მაღალ ინფლაციასა და თურქული ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურებას ებრძოლოს. შეგახსენებთ, ოქტომბერში ქვეყანაში ინფლაციამ 61% შეადგინა.
სიახლის გავრცელების შემდეგ, ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 28.766 შეადგინა, რაც ლირის მცირედით გამყარებაზე მიანიშნებს.
თუმცა წლის დასაწყისიდან დღემდე ლირა დოლართან მიმართებაში 35%-ით დაეცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი მან თავისი ღირებულების 80%-ზე მეტი დაკარგა.