კრიპტო დიდი მასშტაბებისთვის: როგორ აქცევს GeCrypto მსხვილ ტრანსფერებს მარტივ ოპერაციად

კრიპტო დიდი მასშტაბებისთვის: როგორ აქცევს GeCrypto მსხვილ ტრანსფერებს მარტივ ოპერაციად

საქართველოს უმსხვილესმა OTC პლატფორმამ კრიპტოსა და ფიატს შორის მსხვილი ტრანსფერები სტანდარტულ საბანკო ოპერაციად აქცია — თანაც ისე, რომ თანხის ზრდასთან ერთად კურსიც უმჯობესდება.

კრიპტოქვეყანა ძლიერი საბანკო სექტორით

საქართველო კრიპტოვალუტის ათვისების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, Chainalysis-ის გლობალურ ინდექსში მას მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა უსწრებს. გაზრდილ მოთხოვნას არც საკანონმდებლო ბაზა ჩამორჩენია: 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASP) ლიცენზირებასა და ზედამხედველობას დაუქვემდებარა, რითაც სექტორი „რუხი ზონიდან“ სრულად გამოიყვანა. ამ ნაბიჯს გლობალური მოთამაშეების შემოსვლაც მოჰყვა: Tether-მა ლარზე მიბმული სტეიბლკოინის, GEL₮-ის გამოშვების შესახებ გამოაცხადა, Bybit-მა კი საკუთარი საგადახდო ბარათის გასაშვებად სწორედ საქართველო შეარჩია.

კრიპტოვალუტების ასეთ პოპულარობას — მრავალი განვითარებადი ბაზრისგან განსხვავებით — არა სუსტი საბანკო სისტემა, არამედ სულ სხვა ფაქტორები განაპირობებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის 79%-ს აქვს საბანკო ანგარიში, ორი უმსხვილესი ქართული ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, მობილური აპლიკაციები კი ანგარიშსწორების ძირითადი საშუალებაა. კრიპტოვალუტას აქ უფრო მასშტაბური დანიშნულება აქვს: მსხვილი კაპიტალის ნაკადების ოპტიმიზაცია. ეს მოიცავს სტეიბლკოინებში დანაზოგების შენახვას, ქვეყანაში გადმოსული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ფინანსურ ნაკადებს, უძრავ ქონებასა და ბიზნესში ინვესტირებულ კაპიტალს. კრიპტო აქ ბანკების ალტერნატივად კი არ გვევლინება, არამედ მათ გვერდით, ჰარმონიაში ფუნქციონირებს.

საქართველოს უდიდესი OTC პლატფორმა

GeCrypto ქვეყანაში უმსხვილესი OTC პლატფორმაა. კომპანიამ საქმიანობა თბილისში 2022 წელს დაიწყო, 2024 წლის ოქტომბერში კი ეროვნული ბანკის VASP-ის რეესტრში დარეგისტრირდა და ერთ-ერთი პირველი ლიცენზირებული კომპანია გახდა. დღეს ის 10,000-ზე მეტ აქტიურ კლიენტს ემსახურება და საქართველოში კრიპტოვალუტით ოპერაციების განხორციელებისთვის ერთ-ერთი მთავარი არჩევანია.

პლატფორმა ყველა ძირითად ციფრულ აქტივს ფარავს, USDT-ითა და Bitcoin-ით დაწყებული, Ethereum-ით, Solana-თი და ათობით სხვა ალტკოინით დამთავრებული. მომხმარებლები თავად ირჩევენ თანხის მიღების მათთვის მოსახერხებელ ფორმას, იქნება ეს გადმორიცხვა ადგილობრივ ქართულ საბანკო ანგარიშზე, საერთაშორისო ტრანსფერი (SWIFT/SEPA/ACH) თუ ნაღდი ფული თბილისის ოფისში, სადაც გაცემა რამდენიმე წუთში ხდება.

შიდა სტრუქტურით ეს არა უბრალოდ სავალუტო ჯიხური, არამედ სრულმასშტაბიანი ფინტექ-პლატფორმაა. ფიატის მოძრაობა ყველა წამყვან ბანკთან პირდაპირი ინტეგრაციით ხორციელდება. კოტირებები ეფუძნება ლიკვიდურობას, რაც ნებისმიერი მოცულობის ტრანსფერის საუკეთესო პირობებით შესრულების საშუალებას იძლევა. შესაბამისობის სისტემა კი კლიენტზე მორგებული პროდუქტია და არა უბრალოდ ბიუროკრატიული ვალდებულება. დოკუმენტაცია მზადდება თითოეული ტრანზაქციისთვის, რის შედეგადაც თანხა სრულად გამოყენებადი რჩება შემდგომშიც, სადაც არ უნდა გადაირიცხოს ის. ამასთან, შესაძლებლობები მუდმივად ფართოვდება და იქმნება ახალი პროდუქტები, რომლებიც კომპანიას სრულფასოვან ფინანსურ პლატფორმად აქცევს.

მასშტაბზე მორგებული მოდელი

კრიპტოპლატფორმების უმეტესობაზე დიდი თანხების გადაცვლა ხელსაყრელი არ არის. სტანდარტულ ბირჟაზე მსხვილი შეკვეთის განთავსებისას, თანხის ზრდასთან ერთად, გაცვლითი კურსიც უარესდება. ამას ემატება განაღდების ლიმიტები, ხანგრძლივი შემოწმებები და შეჩერებული გადარიცხვები, რაც პროცესს დღეებით აჭიანურებს.

GeCrypto-მ ეს მიდგომა სრულად შეცვალა. მსხვილ ფინანსურ პარტნიორებთან პირდაპირი წვდომის წყალობით, კომპანიას ყოველთვის აქვს საკმარისი რესურსი, რის გამოც ასეულობით ათასი და მილიონობით დოლარის გადაცვლა ერთიანი, წინასწარ დაფიქსირებული კურსით ხდება. დიდი მოცულობის ოპერაციებისას კურსი გაუარესების სანაცვლოდ უმჯობესდება კიდეც, რადგან მსხვილი ტრანზაქციები ამ პლატფორმის მთავარი მიმართულებაა და არა უსიამოვნო სიურპრიზი.

პრობლემის მეორე ნახევარი საბანკო სექტორს უკავშირდება. GeCrypto ინტეგრირებულია საქართველოს ყველა წამყვან ბანკთან (მათ შორის „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისისთან“), ხოლო კონვერტირებული სახსრები ადგილობრივ ანგარიშზე თითქმის მყისიერად ისახება. საერთაშორისო გადარიცხვებისთვის ანგარიშსწორება დოლარსა და ევროში SWIFT, SEPA და ACH სისტემებით ხორციელდება. მაგალითად, კლიენტს, რომელსაც 1.5 მილიონი USDT-ის კონვერტაცია სურს, ევროკავშირის საბანკო ანგარიშზე ევრო შეიძლება ერთ სამუშაო დღეში დაუჯდეს — თანაც იმ კურსით, რომელიც ტრანზაქციის დაწყებამდე დაფიქსირდა.

ყველა ტრანსფერს თან ახლავს დოკუმენტაციის სრული პაკეტი: თანხის წარმოშობის წყარო, ტრანზაქციების ისტორია და ყველა საჭირო საბუთი, რასაც მოგვიანებით ბანკი, ნოტარიუსი თუ საგადასახადო მრჩეველი მოითხოვს. სწორედ ეს აქცევს თანხას სრულად ლეგალურ და თავისუფლად გამოყენებად კაპიტალად.

„მასშტაბი უპირატესობა უნდა იყოს და არა პრობლემა. პლატფორმების უმეტესობაზე შვიდნიშნა შეკვეთის განთავსება ფასს თქვენს საზიანოდ ცვლის. ჩვენთან კი პირიქითაა: რაც უფრო დიდია ტრანზაქცია, მით უკეთეს კურსს იღებს კლიენტი, საჭირო დოკუმენტაცია კი თანხის ანგარიშზე ასახვამდე უკვე მზადაა“, – აღნიშნავს GeCrypto-ს პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, იაროსლავ ბულატოვი.

უძრავი ქონების სექტორი

ეს მოდელი ყველაზე თვალსაჩინოდ უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობს. Colliers-ის მონაცემებით, 2025 წელს თბილისსა და ბათუმში ბინების გაყიდვებმა 4.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა (59,000-ზე მეტი ტრანზაქცია), სადაც უცხოელი მყიდველები მოთხოვნის დიდ და მზარდ წილს შეადგენენ. თბილისის ახალ პროექტებში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1,500 დოლარის ფარგლებშია, რაც ევროპული დედაქალაქების ფასების მხოლოდ მცირე ნაწილია, ხოლო იჯარით მიღებული უკუგება 8-დან 12 პროცენტამდე მერყეობს.

ამ მყიდველებიდან ბევრი კაპიტალს კრიპტოვალუტაში ინახავს. საქართველოს კანონმდებლობა უძრავი ქონების საფასურის პირდაპირ კრიპტოვალუტით გადახდას არ უშვებს — ერთადერთი ლეგალური გზა ლიცენზირებულ შუამავალზე გადის: მყიდველი კონვერტაციას ახორციელებს VASP-ის მეშვეობით, იღებს ფიატს საკუთარ სახელზე გახსნილ ანგარიშზე და გამყიდველს სტანდარტული საბანკო გადარიცხვით უხდის.

GeCrypto-მ ეს პროცესი მზა, სრულყოფილ სერვისად აქცია. მაგალითად, მყიდველი, რომელსაც 700,000 USDT აქვს, გადის ვერიფიკაციას, აფიქსირებს კურსს და კონვერტირებულ თანხას იმავე დღეს იღებს თავის ქართულ ანგარიშზე თანხის წარმოშობის დოკუმენტაციასთან ერთად, რომელსაც ბანკიც იღებს და ნოტარიუსიც. აქედან კი ყიდვის პროცესი სტანდარტული სცენარით გრძელდება.

ფიზიკურ პირებს მიღმა

იგივე ინფრასტრუქტურა ემსახურება კომპანიებსაც. GeCrypto-ს ბიზნეს-მიმართულება ახორციელებს კონვერტაციას სხვადასხვა ტიპის კლიენტებისთვის, დაწყებული საცალო რითეილერებიდან, რომლებიც კრიპტო-გადახდებს იღებენ, დამთავრებული ფინანსური ინსტიტუტებით, რომელთაც მსხვილი კონვერტაციები და სახაზინო ოპერაციები სჭირდებათ. თითოეულ მათგანს პერსონალური მენეჯერი ემსახურება. ანგარიშსწორება ხორციელდება დოლარში, ევროსა და ლარში. სამოქმედო გეგმის შემდეგი ეტაპია საგადახდო ბარათები, ბიზნეს-ანგარიშები და პერსონალური IBAN-ები, რაც კომპანიას უფრო მეტად შეიყვანს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ტრადიციულად ბანკები აკონტროლებენ.

მოდელი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს

საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა ხდება, როდესაც მასობრივი ინტერესი, მკაფიო რეგულაცია და ძლიერი საბანკო სისტემა ერთ მცირე ბაზარზე იყრის თავს. სამივე კომპონენტის ამგვარი სინთეზი ცოტა ქვეყანას თუ აქვს. ეს კომბინაცია კი უკვე იზიდავს კაპიტალსაც, კომპანიებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებიც ადრე სხვა ალტერნატივებს ირჩევდნენ.

GeCrypto ამის კარგი მაგალითია: ლიცენზირებული ფინტექი, რომელიც კრიპტოსა და საბანკო სისტემას შორის თანხების გადაადგილებას სტანდარტულ, ყოველდღიურ ოპერაციად აქცევს. საქართველომ თამაშის მკაფიო წესები დაადგინა, GeCrypto-მ კი შექმნა მექანიზმი, რომელიც ამ წესებით გამართულად მუშაობს.