თურქი მეწარმეების საზღვარგარეთ ინვესტიციებმა 2020 წელს $43.9 მილიარდს გადააჭარბა

თურქი მეწარმეების საზღვარგარეთ ინვესტიციებმა  2020 წელს $43.9 მილიარდს გადააჭარბა

თურქი მეწარმეების მიერ საზღვარგარეთ ინვესტირებულმა თანხამ 2020 წელს $43.9 მილიარდს გადააჭარბა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა.

მეჰმეთ მუშის თქმით, სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ თურქეთში დაფუძნებულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა 124 ქვეყანაში გასულ წელს 2 118 ინვესტიცია განახორციელეს. აღნიშნული ინვესტიციებით კი 158 066 ადამიანი დასაქმდა.

ვაჭრობის მინისტრის თქმით, თურქული კომპანიები გლობალური მოთამაშეები გახდნენ უცხოური ინვესტიციების განხორციელებით, რითaც მსოფლიო ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობა გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანაა. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში დაახლოებით 108 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თურქული ინვესტიცია განხორციელდა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი, საქსტატის მონაცემებით, თურქული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 24.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *