თურქეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ეროვნულ ვალუტაზე – ლირაზე უარყოფითად აისახა. 15 ივლისს, სამხედრო ამბოხის დაწყებამდე, 1 დოლარი 2.89 ლირა ღირდა, დღეს კი 1 დოლარი 3.08 ლირა ღირს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. აქამდე, ყველაზე მაღალი კურსი 2015 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, როცა 1 დოლარი 3.06 ლირა ღირდა.
შემცირების ტენდენცია აქვს სტამბულის საფონდო ბირჟის ინდესსაც (BIST 100 Index). ბოლო 5 დღეში აღნიშნული ინდექსი 13%-ით შემცირდა და 6 თვის მინიმუმზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ BIST შემცირებას განაგრძობს, დღეს 4%-ით შემცირდა.
გრაფიკი – დოლარი/ლირას გაცვლითი კურსი ბოლო კვირაში: