თურქეთში დაარსებულმა მარკეტინგ-პლატფორმა Insider-მა ინვესტიციების ახალი რაუნდის შემდეგ $105 მილიონი მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც ჩანს, თურქული პროგრამული უზრუნველყოფის უნიქორნ-კომპანია აღნიშნულ ინვესტიციას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სტარტაპების შესაძენად გამოიყენებს.
კომპანიის გაყიდვებისა და ზრდის დირექტორის განმარტებით, Insider-ი თურქეთსა თუ სხვა ქვეყნებში სტრატეგიული პარტნიორების ძებნას იწყებს. ეს პროცესი კომპანიას გაფართოებაში, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და ტალანტების მოზიდვაში დაეხმარება.
ცნობისათვის, კომპანიამ ინვესტირების წინა რაუნდით 22 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა, რაც საოპერაციო ხარჯების დასაფარად გამოიყენა. ამჯერად კი ინვესტიცია შესყიდვებით გაფართოებისათვის იქნება გამოყენებული.