კომპანია "ჩირინა" EBRD-ის პროგრამის გამარჯვებულია

კომპანია "ჩირინა" EBRD-ის პროგრამის გამარჯვებულია

კომპანია “ჩირინა” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის, Blue Ribbon ფარგლებში დაჯილდოვდა.

პროგრამის მიზანია კერძო კომპანიების დახმარება და განვითარება. ამისთვის, პროგრამა კომპანიებს უწევს როგორც ფინანსურ, ასევე საკონსულტაციო დახმარებას.

სამომავლოდ, EBRD აღნიშნული პროგრამის საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში გაფართოვებას გეგმავს. 

კომპანია “ჩირინა” კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. ამჟამად, “ჩირინას” მთავარი პროდუქცია არის ქათმის ხორცპროდუქტები. თუმცა ქათმის პროდუქციის გარდა კომპანია ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ვაშლს და მსხალს; სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მარცვლეულის შრობის და შენახვის სერვისს; ლაბორატორიული კვლევების სერვისს; ხილის სამაცივრე შენახვის მომსახურებას. “ჩირინას” პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *