ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი შეისყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე, ეროვნულმა ბანკმა 5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6704 შეადგინა. ეროვნული ბანკი დოლარს ლარის კურსის გამყარების ტემპის შესანელებლად ყიდულობს. ამასთან, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს ზრდის.

ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.67-ია, ხოლო ევროს მიმართ 3.03.

2018 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჯამში 137.5 მლნ დოლარი შეიძინა, გაყიდვით კი დოალრი არ გაუყიდავს.

გრაფიკი: ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული დოლარი 2018 წელს, მლნ დოლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *