TOP-5 ნავთობკომპანია, რომელთაც საქართველოში საწვავი შემოაქვთ

TOP-5 ნავთობკომპანია, რომელთაც საქართველოში საწვავი შემოაქვთ

bm.ge-იმ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებს შემოაქვთ ყველაზე მეტი საწვავი. ოფიციალური უწყებიდან მიღებულ პასუხში წარმოდგენილია ხუთი კომპანია (არარიგითობით), რომლებმაც ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს.

ტოპ ხუთი კომპანია, რომლებმაც აპრილის განმავლობაში ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული):

  • შპს ლუკოილ-ჯორჯია;
  • შპს რომპეტროლ საქართველო;
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი;
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი).

მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების უდიდეს ნაწილს ევროკავშირიდან – რუმინეთიდან ბულგარეთიდან ყიდულობდა. ხოლო რუსეთიდან იმპორტი 18%-ის ტოლი იყო. ამასთან ანგარიშის მიხედვით, რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 385,678 ათასი ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა, ქვეყნების მიხედვით ეს იმპორტი ასე ნაწილდებოდა:

  • რუმინეთი – იმპორტის 31.2%;
  • ბულგარეთი – იმპორტის 24.1%;
  • რუსეთი – იმპორტის 17.8%;
  • აზერბაიჯანი – იმპორტის 14.7%;
  • თურქმენეთი – იმპორტის 12%.

TOP-5 ნავთობკომპანია, რომელთაც საქართველოში რუსული საწვავი შემოაქვს

მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო რუსული ნავთობის საფასო უპირატესობაზე. ანგარიშიდან ირკვეოდა, რომ რუსული საწვავის ღირებულება იყო უფრო იაფი, ვიდრე რუმინეთიდან და ბულგარეთიდან შემოტანილი საწვავის.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 385,678 ათასი ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა.

ქვეყნების მიხედვით იმპორტი ასე ნაწილდება:

● რუმინეთი – იმპორტის 31.2%;
● ბულგარეთი – იმპორტის 24.1%;
● რუსეთი – იმპორტის 17.8%;
● აზერბაიჯანი – იმპორტის 14.7%;
● თურქმენეთი – იმპორტის 12%.

bm.ge-იმ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებს შემოაქვთ ქვეყანაში რუსეთიდან ყველაზე მეტი საწვავი. ოფიციალური უწყებიდან მიღებულ პასუხში წარმოდგენილია ხუთი კომპანია (არარიგითობით), რომლებმაც რუსეთიდან ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს. წარმოდგენილ სტატისტიკაში საქართველოს ნავთობ-იმპორტის ბაზრის ყველა მთავარი მოთამაშე შედის. მათ შორის ერთი – “ლუკოილ ჯორჯია” რუსული ნავთობკომპანია “ლუკოილის” შვილობილია და ის რუსული საწვავის იმპორტით არის დაკავებული. სტატისტიკაში მითითებული არაა არც კომპანიების რიგითობა და არც მათ მიერ შესყიდული რუსული საწვავის მოცულობები.

ტოპ ხუთი კომპანია, რომლებმაც აპრილის განმავლობაში ყველაზე მეტი რუსული ნავთობი შემოიტანეს (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული):

● შპს ლუკოილ-ჯორჯია;
● შპს რომპეტროლ საქართველო;
● შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი;
● სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
● შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი).