Touch Summit | ტექნოლოგიური სამიტის Startup Challenge-ის ფინალისტები ცნობილია 

Touch Summit | ტექნოლოგიური სამიტის Startup Challenge-ის ფინალისტები ცნობილია 

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, Touch Platform-მა, ჰოლანდიურ ფონდებთან – Acrobator VC-სა და Crosspring-თან თანამშრომლობით, Startup Challenge გამოაცხადა.  მასში მონაწილეობა Touch Summit-ზე დამსწრე ყველა სტარტაპსს შეეძლო.

Startup Challenge-ზე განაცხადების მიღება 20 ნოემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განაცხადები შემოვიდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ასევე, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

გადარჩევის პროცესში, სამიტის საორგანიზაციო გუნდის გარდა, ჩართულები იყვნენ თავად VC ფონდების წარმომადგენლებიც.

Touch Summit წარმოგიდგენთ 10 შერჩეულ სტარტაპს და წარმატებას უსურვებს მათ შემდეგ ეტაპებზე: 

  • STORI
  • CALEN AI
  • Crosscreators
  • QuickShipper
  • Warehouse
  • Wempler
  • DataStudio
  • Gotcha Technology Inc.
  • Awork
  • Happykids

ცნობისთვის, 10 შერჩეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, ფინალამდე გაიაროს სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები და ღონისძიების GROWTH STAGE-ზე წარმოადგინოს საკუთარი სტარტაპი.

კონფერენციის მეორე დღეს, 3 ფინალისტს მიეცემა საშუალება სამიტის მთავარ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ, ხოლო გამარჯვებული ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება. 

Startup Challenge-ში გამარჯვება ნიშნავს, რომ სტარტაპი მიმზიდველია დასავლური VC-ების უმეტესობისთვის! თუმცა, კონკურსის მოგება არ იძლევა დაფინანსების 100%-იან გარანტიას, რადგან, საინვესტიციო გარიგების პირობების განხილვა თავად ინვესტორთან მოხდება.