თუ ჯერ კიდევ არ გაქვს გადაწყვეტილი, გახდე თუ არა Touch Summit-23-ის მონაწილე, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ ღონისძიების სრულ განრიგს.
Წელს სამიტს 3 სცენა და 6 მთავარი თემა აქვს:
- დიზაინი
- Ბიზნესი
- ტექნოლოგიები
- მომავალი
- სტარტაპები
- ინვესტიციები
Სწორედ ეს თემებია განაწილებული 3 სცენაზე. ჯამში პროგრამა მოიცავს 50-ზე მეტ სპიკერს, 70-ზე მეტ სესიას, 7 ვორქშოფს და რაც წელს ახალია, ყველა დელეგატს ექნება შესაძლებლობა ინდივიდუალური მენტორშიფ სესია ჩანიშნოს ყველა მოწვეულ ესქპერტთან.
სრულ პროგრამას ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ: https://touch.ge/touch23/agenda
წელს დელეგატებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 7 ვორკშოფი. დასწრების მსურველთათვის რეგისტრაციაც უკვე დაიწყო და გირჩევთ იჩქაროთ, რადგან ადგილები შეზღუდულია:
- Prototyping spatial design for Quest with Bezi – Sergyi Voronov, META
- Pitch Deck Design – Gleb Maltsev, Fundwise
- Unintended design consequences: Examining the long-term impact of a possibly great idea – Ida Persson, IDEO
- Digital Technologies by CERN – Lasha Sharmazanashvili, CERN
- How to create targeted offers for more than 1 300 000 digitally active users in Bank of Georgia Ads Manager – Giorgi Kobiashvili, Bank of Georgia
- Fix Your Value Proposition or Fail! How to convince your prospects to buy what you’re, selling – Zoltan Vardy, Launch Code, UK
- Fundraising 101 by Trustventure – Meggi Paruryan, TrustVenture
ორგანიზატორებმა ყველა დელეგატს სასიამოვნო საჩუქარი მოუმზადეს – სტუმრებს პირად გვერდზე დახვდებათ პერსონალური პოსტერი, რომლის ჩამოტვირთვა და სოციალურ ქსელში გაზიარებაა შესაძლებელი.
თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ სამიტის ბილეთი, შეგახსენებთ, რომ ხვალ ღამის 12 საათიდან ფასები მაღლა იწევს: https://touch.ge/touch23/get-pass