ტრამპი ირანთან პოტენციური შეთანხმების პირობებით უკმაყოფილოა

ტრამპი ირანთან პოტენციური შეთანხმების პირობებით უკმაყოფილოა

ფოტო: Aaron Schwartz / AFP via Getty Images

 

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ამ დრომდე არ გაფორმებულა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მრავალჯერ იყვნენ მზად პირობების შეთანხმებისთვის, მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტაჟი უარყო. რეპორტაჟის თანახმადაც, მან მიიღო შეთანხმების არაოფიციალური ჩარჩო, რომლის მიხედვითაც, ერთი თვის განმავლობაში სრუტეში კომერციული გადაზიდვები ომამდელ დონემდე აღდგება.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი არცერთ ქვეყანას არ ექნება. როგორც ჩანს, ტრამპის ეს განცხადება ომანსაც ეხება, ქვეყანას, რომელთანაც აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური კავშირები ჰქონდა. ცნობისათვის, მშვიდობიანობის პერიოდში ჰორმუზის სრუტეს ირანი და ომანი აკონტროლებენ.

„არავინ გააკონტროლებს (სრუტეს), ეს საერთაშორისო წყლებია და ომანი ისევე მოიქცევა, როგორც ყველა დანარჩენი, თორემ ჩვენ მოგვიწევს მათი აფეთქება. მათ ეს ესმით, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ასევე განაცხადა, რომ პოტენციური შეთანხმების ჩარჩო ირანის სიახლოვიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანასაც ითვალისწინებს, თუმცა რეგიონში აშშ-ის ჯარების განთავსების საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს.

პოტენციური შეთანხმების შესახებ ირანული ტელევიზიის რეპორტაჟში არაფერი იყო ნახსენები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რაც აშშ-ისთვის გარდამტეხ საკითხს წარმოადგენს. ირანული წყაროების ცნობით, ბირთვული საკითხების განხილვა  მოლაპარაკებების მეორე რაუნდში გაიმართება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.