წინა წელთან შედარებით 2021 წლის დასაწყისში Apple-ის მოგება გაორმაგდა

წინა წელთან შედარებით 2021 წლის დასაწყისში Apple-ის მოგება გაორმაგდა

Apple-ის 45 წლიანი ისტორიის განმავლობაში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიის მოგებამ ჯამურად $100 მილიარდი შეადგინა. Apple-ის შემოსავლების გაორმაგება iPhone-ის გაყიდვების ზრდითაა გამოწვეული. ცნობისთვის, Apple-ის მოგება $23,6 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 53,7%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიის მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინებსაც გაადაჭარბა.

შეგახსენებთ, რომ iPhone-ის გაყიდვები ჩინეთში თითქმის გაორმაგდა, პირველი სამი თვის განმავლობაში $89,6 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. iPhone-ის გაყიდვებმა ჯამურად $47,9 მილიარდი შეადგინა.

როგორც Apple-ის წარმომადგენელმა, პაოლო პესკატორმა, განაცხადა, აღნიშნული წარმატება მიუთითებს იმაზე, რომ iPhone როგორც კომპანიის მთავარ, ისე მომხმარებლების საყვარელ პროდუქტად რჩება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლები Apple-ის აქსესუარების – AirPods-ის, Apple watch-ის – გაყიდვებიდანაც გაიზარდა.

Apple-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, სამომავლო შედეგებიც ოპტიმისტურია. ამ კვირაში, კომპანიამ iOS ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსიის გამოშვება დააანონსა. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ახალი ფუნქციებით აპლიკაციების მონაცემები აკონტროლონ.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირა მხოლოდ Apple-ისთვის არ ყოფილა წარმატების მომტანი. საკუთარ მოგებასთან დაკავშირებით, Google-მა, Microsoft-მა და Facebook-მაც თვალშისაცემი მონაცემები ამ კვირაში გამოაქვეყნეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *