უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დაახლოებით 70%-მა ჩააბარა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დაახლოებით 70%-მა ჩააბარა.
საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით რეიტინგში პირველ ადგილს თსუ იკავებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 67 საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე 4694 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.
10 ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელი საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით შემდეგია:
• თსუ – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6893
• ილიაუნი – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6579
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 4567
• აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2333
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2222
• თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1902
• სეუ – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1633
• თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1069
• ბათუმის საზღვაო აკადემია – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1044
• საქართველოს უნივერსიტეტი – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 951
რაც შეეხება ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებს პირველადი არჩევანის მიხედვით ილიაუნი ლიდერობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე წელს 3305 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ ადგილზე ილიაუნის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები 6555-მა აბიტურიენტმა აირჩია. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი არაპროფილური უმაღლესი სასწავლებლის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალვრო პროგრამებზე წელს 3847 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ ადგილზე ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები 6579-მა აბიტურიენტმა აირჩია. ამრიგად, კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 1.92 იყო, რაც 0.04-ით ნაკლებია თავისუფალი უნივერსიტეტის მაჩვენებელზე, რომელსაც წელს საბაკალავრო საფეხურზე 546 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ პრიორიტეტად 1069-მა აბიტურიენტმა აირჩია და პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე კონკურსი 1.96 იყო
პროფილურ სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამებზე კონკურსის მიხედვით, პირველ ადგილს ბათუმის საზღვაო აკადემია იკავებს. მეორე ადგილზე სამედიცინო უნივერსიტეტია, სადაც კონკურსი ერთ ადგილზე 2.05 იყო.
საბაკალავრო პროგრამებზე კონკურსის მიხედვით, მეხუთე ადგილზე აგრარული უნივერსიტეტია, სადაც კონკურსი ერთ ადგილზე 1,67 იყო, შემდეგ მოდის თსუ კონკურსით ერთ ადგილზე 1.65.