აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს.
აღსანიშნავია, რომ გასულ პარასკევს ცუკერბერგმა საჯაროდ დაწერა სოციალურ ქსელში თუ რატომ არ მოახდინა ტრამპის Facebook და Instagram პოსტებზე რეაგირება. პოსტებში ტრამპი იმუქრებოდა, რომ “ძარცვა“(looting) მინეაპოლისში გადაიქცეოდა “სროლად“ (shooting).
“მთელი დღე ვფიქრობდი როგორი რეაგირება მომეხდინა პრეზიდენტის პოსტებზე. პირადად მე შინაგანად ნეგატიური რეაქცია მაქვს მსგავს რიტორიკაზე. თუმცა, მე პასუხისმგებელი ვარ რეაგირება მოვახდინო არა ჩემი პირადი გადასახადიდან, არამედ როგორც ინსტიტუტის ლიდერმა, რომლის მიზანიც არის აზრის თავისუფლად გამოხატვის უზრუნველყოფა“, – დაწერა ცუკერბერგმა.
აღსანიშნავია, რომ Twitter-მა ტრამპის ცალკეულ პოსტებს ძალადობის ქების შემცველი პოსტები უწოდა და შესაბამისი სტატუსი მიანიჭა.
“Twitter-სგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკა იმის, რომ ძალადობის გამღვივებელ პოსტებს გამაფრთხილებელი ნიშანი დავუსვათ, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ პოსტი ძალადობას აქეზებს, ის საერთოდ უნდა წაიშალოს მაშინაც კი, თუ ის პოლიტიკოსს ეკუთვნის. ჩვენ თეთრ სახლთან გვქონდა საუბარი და ავუხსენით ეს პოლიტიკა მათ კარგად“, – განაცხადა ცუკერბერგმა.