Uber-ი "მფრინავი ტაქსის" ბიზნესს ყიდის

Uber-ი "მფრინავი ტაქსის" ბიზნესს ყიდის

Uber-ი “მფრინავი ტაქსის” ბიზნესს ყიდის. Uber Elevate-ს კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია Joby Aviation-ი ყიდულობს, რომელიც მფრინავი სატრანსპორტო საშუალებების განვითარებასა და შექმნაზე მუშაობს. ეს გარიგება Joby-ს მისცემს შესაძლებლობას გამოიყენოს Uber-ის აპლიკაცია და მსურველს საჰაერო ტაქსი შესთავაზოს, როდესაც კომპანია ამ სერვისს საბოლოოდ დანერგავს. ეს კი 2023 წლისთვის იგეგმება. შედეგად, Joby-ის მფრინავი სატრანსპორტო საშუალებებით და Uber-ის აპლიკაციის დახმარებით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გადაადგილდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე მარტივად.

ჯერჯერობით კომპანია ამისთვის მზად არ არის. Joby ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ახორციელებს ფრენებს სრულად ელექტროსატრანსპორტო საშუალებებით, რომელსაც ოთხი მგზავრის ტრანსპორტირება შეუძლია, მაქსიმუმ 240 კმ მანძილზე.

გარიგების დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც ცნობილია, Uber-მა კომპანია Joby-ში ჯერ კიდევ წლის დასაწყისში $50 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა.

Uber-ი ამერიკული ტრანსპორტირების კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ათობით ქვეყანაში ოპერირებს.