კომპანია Bitfury-ს შემოსავლებმა ბოლო ორ წელში, $125 მილიონს გადააჭარბა, – რუსული Forbes კომპანიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. კომპანიას საკუთარი ოფისები სან-ფრანცისკოში, ლონდონსა და ამსტერდამში აქვს დატა ცენტრები კი ისლანდიასა და საქართველოში.
ვავილოვისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგია “ინტერნეტ რევოლუციის კომპენსაციაა”.
“ბლოკჩეინი ესაა ბლოკების ჯაჭვი, რომელშიც ნებისმიერი სახის ინფორმაციის განთავსებაა შესაძლებელი, ისე რომ წინა მონაცემი არ შეიცვალოს. ინფორმაციის შეცვლის ან დაზიანების რისკი კი არარსებობს”, – ამბობს ვავილოვი. მისი თქმით, ტექნოლოგია ერთგავრი “ნდობის ინდექსია”. გამოცემა წერს, რომ ვავილოვმა სიტყვა “ბლოკჩეინი” პირველად მაშინ გაიგო, როდესაც, მას კომპანია Bitfury-ს კიდევ ერთი თანადამფუძნებელი ვალერი ნებესნი დაუკავშიდა, – მიზანი ისეთი სისტემის შექმნა იყო, რომელიც “ინტერნეტზე უკეთესი” იქნებოდა. დღეს ბლოკჩეინის გამოყენებას მეწარმეები ისეთ სისტემებში გეგმავენ, როგორიცაა ჯანდაცვა, საავტორო უფლებები, ქონების რეგისტრაცია.
“არის სიტუაციები, როდესაც ინვესტორებს არ ესმით რას ვთავაზობთ და რას ვსაქმიანობთ. ასეთ დროს ალბათ არაა საჭირო მათი დარწმუნება, – სხვა პირის მოძიებაა საჭირო”, – ამბობს ვავილოვი.
საქართველოში BitFury Group-თან თანამშრომლობით, უძრავი ქონების რეგისტრაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ზამთრიდან მიმდინარეობს. ამასთან, უკრაინის მთავრობაც Bitfury ჯგუფთან ერთად პირველი სრულმასშტაბიანი ელექტრონული მმართველობის ბლოკჩეინ პროგრამის შემუშავებას იწყებს.