ვაქცინირებული ამერიკელები ამ ზაფხულს ევროპაში მოგზაურობას შეძლებენ

ვაქცინირებული ამერიკელები ამ ზაფხულს ევროპაში მოგზაურობას შეძლებენ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, მიიღოს ვაქცინირებული ამერიკელი ტურისტები ამ ზაფხულს. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი დამოკიდებულია მომდევნო თვეებში ვირუსის გავრცელების ტემპებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის ქვეყნებში.

აშშ-ში გამოყენებული ფაიზერის, მოდერნას და ჯონსონ&ჯონსონის ვაქცინები მიიღეს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ. ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დისკუსია იმის შესახებ, თუ რა სახით წარადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ამერიკელი ტურისტები, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

2020 მარტიდან ტრანსატლანტიკური ტურიზმი თითქმის მთლიანადაა შეჩერებული. ბოლო ცნობების მიხედვით საფრანგეთი და საბერძნეთი მზადყოფნას გამოთქვამს მიიღოს ვაქცინირებული ამერიკელი ტურისტები. ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა მჭირდოდაა დაკავშირებული ტურიზმთან, ევროკომისიის მხარდაჭერით შეძლებენ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ამერიკელი ვიზიტორების მიღებას. ამ ქვეყნებს შორისაა ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და ხორვატია.

მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ზოგი ქვეყანა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით კვლავ შეინარჩუნებს ტურისტებისთვის დაწესებულ მკაცრ კანონებს, როგორიცაა სავალდებულო კარანტინი ან ტურისტული ვიზიტების აკრძალვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *