ბრიტანელი მოდის დიზაინერი, ბიზნესვუმენი და აქტივისტი, ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო წუთები ლონდონის სამხრეთ ნაწილში, კლაპემში ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია Instagram-ის გვერდზე viviennewestwood გავრცელდა.
„მსოფლიოს სჭირდება ვივიენის მსგავსი ადამიანები, რათა იგი უკეთესობისკენ შეცვალონ“, – ვკითხულობთ განცხადების დასკვნით ნაწილში.
ვივიან ვესტვუდი 1970-იან წლებში პანკისა და ახალი ტალღის მოდის შემომტანად არის მიჩნეული. ის ყურადღების ცენტრში მალკოლმ მაკლარენთან ერთად ლონდონში ტანსაცმლის მაღაზიის SEX გახსნის შემდეგ მოექცა. ვესტვუდის სახელი, მაკლარენის წყალობით, Sex Pistols-თან არის დაკავშირებული. მაკლარენი ბრიტანულ როკ-ჯგუფის მენეჯერი იყო. Sex Pistols-ის წევრები კი სწორედ მის და ვესტვუდის სამოსს ატარებდნენ.