VOLVO CARS-ის პირველი პოპ-აპ-შოურუმი თბილისში

VOLVO CARS-ის პირველი პოპ-აპ-შოურუმი თბილისში

“ვოლვო სიცოცხლისთვის” – ასეთია სლოგანი ბრენდისა, რომელმაც მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. “ვოლვოს” ინჟინერმა 1959 წელს გამოიგონა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, რომელსაც დღეს ყველა ავტომწარმოებელი წარმატებულად იყენებს. სტატისტიკური მონაცემებით, ამ გამოგონებამ მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან.

Volvo Cars-ი მსოფლიო ბაზარზე 1927 წლიდან ოპერირებს, 2019 წლიდან “თეგეტა მოტორსთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაყიდვების მე-5 წარმატებული წლის აღსანიშნავად, ბრენდმა 26 ივნისს თბილისში პირველი პოპ- აპ- შოურუმიც გახსნა.

“ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ Volvo Cars-ის პირველი შოურუმი საქართველოში. მოგეხსენებათ, ამ ავტომობილზე მოთხოვნა გლობალურად საკმაოდ მაღალია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც “თეგეტა მოტორსია”. “თეგეტა” საავტომობილო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მაღალი დონის მომსახურებას უზრუნველყოფს. ასევე მჯერა, რომ საქართველოში ავტომოყვარულები იამაყებენ “ვოლვოს” ფლობით, იმ ბრენდის ფლობით, რომელიც ავტოინდუსტრიის ლიდერია და არა მიმდევარი”, – აცხადებს Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი, ხესუს ფერნანდეს დე მესა.

ავტოინდუსტრიაში მუდმივი სიახლეები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა – სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება “ვოლვოს” უახლესი მოდელები. პროდუქციის სრული დიაპაზონი კი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, “ვოლვოს” მოდელები სკანდინავიურ მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროში დაათვალიეროს, სადაც ავტომობილების გარდა, მას “თეგეტა მოტორსის” გამოცდილი მომსახურე პერსონალი დახვდება და მეგზურობას გაუწევს.

“როგორც იცით, “ვოლვოს” ავტომობილები გამოირჩევა უსაფრთხოებით – ეს არის უსაფრთხოება როგორც ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის, ასევე მძღოლებისთვის და ავტომობილში მსხდომი ადამიანებისთვის. “ვოლვომ” ამ მხრივ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. აქამდე ეს ბრენდი საქართველოში არ იყო წარმოდგენილი და როგორც ჩვენი კომპანიის, “თეგეტა მოტორსის”, ასევე ქვეყნის განვითარებამ მოგვცა საშუალება, რომ ეს ბრენდი ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ”, – აღნიშნავს “თეგეტა მოტორსის” კომერციული დირექტორი, დიმიტრი გოზალიშვილი.

“ვოლვოს” ყველა აქტივობას და გამოგონებას ერთი მიზანი აერთიანებს: შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, გაიზარდოს უსაფრთხოდ მგზავრობა და ბრენდის სოციალური გავლენა.

ამიტომაც, საქართველოში წარმოდგენილი ავტომობილების მთავარი ძალა იქნება მრავალი ჯილდოს მომპოვებელი, “ვოლვოს” SUV ხაზი, ასევე სედანი და უნივერსალი მოდელები, რომლებიც აგრძელებენ 5-ვარსკვლავიან ხაზს EuroNCAP-ის უსაფრთხოების ტესტების მიმართულებით. ადვილად პროგნოზირებადია, რომ “ვოლვოს” ბრენდის ყველა მოდელს ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი ექნება. ბრენდის მსოფლიო აღიარებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ 2018 წელს მსოფლიოს 100 ქვეყანაში 650 ათასამდე “ვოლვოს” ავტომობილის რეალიზაცია მოხდა.

“ვოლვოს” მიზანია, უზრუნველყოს მისი მომხმარებლის მდგრად და უსაფრთხო გარემოში მოძრაობა, ამისთვის კი 2025 წლიდან ამ ბრენდის ყველა ავტომობილი ელექტრიფიცირებული იქნება, რაც კომპანიის ერთ- ერთ ამბიციურ გეგმას წარმოადგენს.

“ვოლვო კავკასიის” კომერციული დირექტორის, გაგა კოხრეიძის თქმით: “ვოლვოს ავტომობილში ყველგან მაილ ჰიბრიდის, ჰიბრიდის ან ფლაგინ ჰიბრიდის სისტემა ჩამონტაჟდება. შემიძლია ვთქვა, რომ “ვოლვო” ავტოინდუსტრიაში წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მომხმარებლებს იმ სისტემებსა და ტექნოლოგიებს სთავაზობს, რაც ბაზარზე ძალიან იშვიათია”.

2020 წლისათვის საქართველოში “ვოლვოს” დიდი შოურუმი გაიხსნება. აქ წარმოდგენილი იქნება როგორც პროდუქტების სრული პორტფოლიო, ასევე ავტორიზებული სერვისი. ავტომოყვარულები კი “ვოლვოს” ბრენდის უნიკალურ გამოცდილებას ეზიარებიან.