Walt Disney არ აპირებს გეგმებს გადაუხვიოს. კომპანია ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ ორლანდოში პარკებს შაბათს გახსნას. როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, პარკები შეზღუდული რაოდენობის სტუმარს მიიღებს.
შესასვლელში ყველა ვიზიტორს შეუმოწმებენ ტემპერატურას. ასევე ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. ადგილზე იქნება სხვა ყველა სანიტარულ-ჰიგიენური საშუალება, რაც სტუმრებს უსაფრთხოდ გართობის შესაძლებლობას მისცემს.
შეგახსენებთ, ფლორიდაში კორონავირუსის დღიური შემთხვევები ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიზარდა კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვიც. ამიტომაც რამდენიმე კვირის წინ Walt Disney-ის თანამშრომელთა ნაწილმა პეტიციასაც კი მოაწერა ხელი, რომლითაც ისინი კომპანიას სთხოვდნენ თემატური პარკების გახსნის გადავადებას.
აღსანიშნავია, რომ Walt Disney-ის პარკები ფლორიდაში, მარტში დაიხურა.