მსოფლიოს უმსხვილესმა ფულადი გადარიცხვების კომპანია Western Union-მა, Saudi Telecom-ის ციფრული გადახდების ბიზნესში 15%-იანი წილი $200 მილიონად შეიძინა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
$1.3 მილიარდად შეფასებული STC pay-ის აქციების გაყიდვა Saudi Telecom-ს მომავალი გეგმების განსახორციელებლად გამოადგება.
STC Group-ის თავმჯდომარე მუჰამედ ბინ ხალიდ აბდულა ალ ფაისალის თქმით, ინვესტიცია იმის მანიშნებელია, რომ კომპანიის პოზიცია ციფრული შესაძლებლობების მიხედვით საკმაოდ მაღალ დონეზეა.
Reuters-ის ცნობით, გასულ თვეს, STC-მ დაიქირავა ბანკები რათა აქციების პირველადი გაყიდვა მოეხერხებინა.
STC-ის განცხადებით, გადახდების მიმართულება stc pay პირველი ლიცენზირებული ფინტექ-კომპანიაა, რომელსაც საუდის არაბეთის ცენტრალურმა ბანკმა მიანიჭა ავტორიზაცია. მას 4.5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.