WhatsApp-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ტელეფონის გარეშე გაგზავნოს შეტყობინება

WhatsApp-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ტელეფონის გარეშე გაგზავნოს შეტყობინება

WhatsApp-ი ტესტავს აპლიკაციის ახალ ფუნქციონალს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეტყობინებების გაგზავნას სმარტფონის გარეშეც შეძლებს. ცნობისთვის, ამჟამად WhatsApp-ის ვებვერსიით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი დაკავშირება სმარტფონთან — ამიტომ შეტყობინებების მისაღებად და გასაგზავნად მობილურთან კავშირი აუცილებელია. კომპანიის გეგმაა, მომხმარებელმა სხვა დივაისებზე აპლიკაციით სარგებლობა ტელეფონთან კავშირის გარეშეც შეძლონ.

მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული ვარიანტის შეთავაზებას გუნდი მხოლოდ მას შემდეგ გეგმავს, რაც საწყის ეტაპზე აპლიკაციის ახალი ფუნქციონალით მცირე სატესტო ჯგუფი ისარგებლებს.

კომპანიის განმარტებით, მიმოწერა კვლავ End-to-end encryption (E2EE)-ის სისტემით განხორციელდება, რაც გულისხმობს, რომ შეტყობინებების ნახვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეეძლებათ. თავად დეველოპერსაც არ ექნება წვდომა მომხმარებლის მიმოწერაზე.

სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციებს უკვე აქვთ მსგავსი ფუნქცია: ტელეფონი მომხმარებელს მხოლოდ რეგისტრაციისთვის სჭირდება, შეტყობინებების გაცვლისთვის კი – აღარ.

მნიშვნელოვანია, WhatsApp-ით მიმოწერა ახალი ფუნქციონალის ფართოდ გაშვების შემდეგ ისევ უსაფრთხო იყოს. ამ მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა, მომხმარებლის თითოეულ დივაისს სპეციალური „გასაღები“ ჰქონდეს და WhatsApp-ი მხოლოდ იმის შესახებ ფლობდეს ინფორმაციას, თუ ეს „გასაღები“ რომელ მომხმარებელს ეკუთვნის. შესაბამისად, თავად კომპანიას შეტყობინებათა შენახვა საკუთარ სერვერზე აღარ მოუწევს. თუმცა ონლაინსივრცეში თავდაცვის სპეციალისტ ჯეიკ მურის განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთზე მეტ დივაისზე შეტყობინებების ქონა საფრთხის შემცველია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *