ღვინის ექსპორტიორი ქართული კომპანიების 2021 წლის პირველი 5-ეული

ღვინის ექსპორტიორი ქართული კომპანიების 2021 წლის პირველი 5-ეული

 „ასკანელი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, „თბილღვინო“ და „ბადაგონი“ – ეს ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ხუთეულია, რომელთაც 2021 წლის იანვარ–მაისის პერიოდში საქართველოდან საერთაშორისო ბაზრებზე ყველაზე დიდი რაოდენობის ღვინო გაიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Forbes Georgia–მ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.

უწყების ცნობით, „ასკანელი“ ღვინის ექსპორტს 13 ქვეყანაში ახორციელებენ. ესენია: ჩინეთი, კვიპროსი, გერმანია, ისრაელი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ შემდეგ 9 ქვეყანაში გადის ექსპორტზე: აზერბაიჯანი, ჩინეთი, გერმანია, ჰონგ–კონგი, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო. „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“ ქართულ ღვინოს 4 ქვეყანაში ყიდის და ესენია: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი და უკრაინა. „თბილღვინო“ტოპ-ექსპორტიორებიდან ყველაზე მეტ, 17 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბელარუსი, კანადა, ჩინეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ყაზახეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდი, პოლონეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ. რაც შეეხება მეხუთე მსხვილ ექსპორტიორს, „ბადაგონს“, ის თავის პროდუქციას შემდეგ 8 ქვეყანაში ყიდის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, ჩინეთი, იტალია, ყაზახეთი, პოლონეთი, რუსეთი და უკრაინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან საერთო ჯამში 56 ქვეყანაში განხორციელდა ღვინის ექსპორტი. სულ ექსპორტირებული იყო 46.4 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 7%-ით აჭარბებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *