WHO იმედოვნებს, რომ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ასობით მლნ ვაქცინა დამზადდება

WHO იმედოვნებს, რომ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ასობით მლნ ვაქცინა დამზადდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) იმედოვნებს, რომ ასობით მილიონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება მიმდინარე წელს მოხერხდება. მომდევნო წლისთვის კი 2 მილიარდის. ამის შესახებ ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა სუმი სვინინათანმა განაცხადა.

ვაქცინის შემქნის შემდეგ პრიორიტეტი იქნება წინა ხაზზე მყოფი ადამიანები, მაგალითად სამედიცინო პერსონალი, ასაკოვანი ან დაავადებების მქონე ადამიანები, და ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ ისეთ ზონებში, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. მაგალითად ციხეებში ან თავშესაფრებში.

“იმედიანად ვარ და ოპტიმისტურად განწყობილი. თუმცა, ვაქცინის შექმნა კომპლექსურია, ამას ბევრი გაურკვევლობა ახლავს. კარგი ისაა, რომ ჩვენ ბევრი ვაქცინა და პლატფორმა გვაქვს, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, ასე რომ თუ ერთი არ გამოვა, ან მეორე, იმედი არ უდა დავკარგოთ“, – აღნიშნა მეცნიერმა.

ამჟამად დაახლოებით 10 პოტენციურ ვაქცინას ტესტავენ, კლინიკური შემოწმებები ადამიანებზე მიმდინარეობს. ქვეყნები კი აგრძელებენ ფარმაცევტულ კომპანიებთან შეთანხმებების დადებას მანამდე, ვიდრე რეალურად ვაქცინა შეიქმნება.