14 სექტემბრიდან, აშშ-ში საერთაშორისო რეისებიდან დაბრუნებულ მგზავრებს კოვიდ-სკრინინგს აღარ ჩაუტარებენ. ამის შესახებ Yahoo News-ი წერს.
ბრძანება თეთრი სახლიდან მოდის, იმის და მიუხედავად, რომ ოფიციალური უწყებებს ამის შესახებ საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. უკვე მეოთხე თვეა, რაც აშშ-ის მოქალაქეები დიდი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან შეერთებული შტატების საზღვარს 15 აეროპორტიდან კვეთენ, მათ შორისაა ბოსტონის, ატლანტას, დალასის, ნიუ-იორკის და ლოს- ანჟელესის აეროპორტები.
პროტოკოლი სკრინინგისთვის ტემპერატურის შემოწმებას, სიმპოტომების კითხვარს და საკონტაქტო ინფორმაციის მოგროვებას მოიცავდა. თუმცა, ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (TSA) განცხადებით, 675,000 ჩამოსული მგზავრიდან კორონავირუსი მხოლოდ და მხოლოდ 15-ს დაუდასტურდა. ამიტომაც ჯანდაცვის სპეციალისტებს ამ ტესტირების ეფექტურობის არ სწამთ და ამბობენ, რომ მგზავრის ჯანმრთელობის შემოწმების ბევრად უფრო ქმედითი გზებიც არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი აშშ-ის სამ აეროპორტში უტარდებოდათ, ამ მცდელობამ ვირუსის გავრცელების შეჩერება ვერ შეძლო. მას შემდეგ კი ორ თვეში, აშშ-ი დღეში კოვიდ-19-ის ყველაზე მეტ შემთხვევას აფიქსირებდა. TSA-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ უწყების 235 თანამშრომელი ამჟამად კოვიდ-19-ით არიან ინფიცირებულები. საერთო ჯამში კი, კოვიდ-19-მა TSA-ს 1 800 თანამშრომელი დააინფიცირა, 6 ფატალური შემთხვევით.