უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს, მათ შორის დენთითა და საარტილერიო შეიარაღებით. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და საკითხის დეტალური განხილვისთვის მზაობაც გამოთქვა.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია უშიშროების სამსახურისგან და დაზვერვისგან დენთის და არტილერიის შესახებ. ვფიქრობ, მომავალ კვირას შევძლებთ ამაზე ყოვლისმომცველად ვისაუბროთ, განსაკუთრებით იმ მონაცემებთან დაკავშირებით, რომელზე დაყრდნობითაც გვჯერა, რომ ჩინეთის წარმომადგენლები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული სახის იარაღის წარმოებით არიან დაკავებულნი“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საჯაროდ ყოველთვის ნეიტრალური პოზიციას აფიქსირებს, თუმცა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პეკინი რუსეთს დიპლომატიურ მხარდაჭერას და ეკონომიკურ დახმარებას აქტიურად უწევს.