ჟურნალ TIME-ის უკანასკნელი ნომერი, რომლის გარეკანზეც კრიპტოსამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ეთერიუმის დამაარსებელი ვიტალიკ ბუტერინი მოხვდა, ბლოკჩეინზე ინტეგრირდება და NFT-ის სახით, ჟურნალის OpenSea-ს პროფილზე იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ეს სულაც არ არის ჟურნალის პირველი ინტერაქცია NFT-ტექნოლოგიასთან: ამ დრომდე, TIME-მა ითანამშრომლა, როგორც კოლექცია Cool Cats-თან, ასევე პლატფორმა Superrare-თან და პოპულარულ ციფრულ არტისტთან, Beeple-თან. საერთო ჯამში, NFT-ტექნოლოგიის გამოყენებით ჟურნალმა $10 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
საინტერესოა ისიც, რომ ჟურნალი გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ, web3-ზე დიდი აქცენტის გაკეთებას გეგმავს – ამისთვის, ჟურნალმა Artsy-ს ვიცე-პრეზიდენტი, ვილ ბენი გადმოიბირა, რომელიც TIME-ისთვის web3-ის ხედვას შეიმუშავებს და ამ მიმართულებით დაწყებულ პროექტებს უხელმძღვანელებს.