უძრავი ქონების დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანია Index | Wealth Management-ს ფინანსური და საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე (Chief Financial and Operations Officer) ზურაბ ნიკვაშვილი შეუერთდა.
Index | Wealth Management-ი აერთიანებს 8 მრავალფუნქციურ პროექტს თბილისის სტრატეგიულ ლოკაციებზე, საიდანაც 5 – უკვე აქტიური მშენებლობის ფაზაშია. კომპანიას უძრავი ქონების სფეროში 15-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მართავს, რომელსაც ჯამში 20-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.
30 წელია, რაც ზურაბს რეგიონის დონეზე ფინანსებისა და მენეჯმენტის ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მან, კოლეგებთან ერთად,საქართველოსა და სომხეთში რეგიონის მასშტაბით წამყვანი საგადასახადო და საბუღალტრო პრაქტიკა განავითარა. ზურაბი საქართველოში ერთ-ერთი პირველი საკონსულტაციო ბიზნესის GCG Audit-ის თანადამფუძნებელია, რომლის ბაზაზეც 2003 წელს EY-მა (Ernst & Young) დაიწყო თავისი საქმიანობა საქართველოში. EY საკონსულტაციო კომპანიების „დიდი ოთხეულის” წევრია და იგი დაფუძნების დღიდან საქართველოს ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, ზურაბი 35 წელი უწყვეტი აკადემიური საქმიანობით არის დაკავებული თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
როგორც ზურაბი აღნიშნავს, Index | Wealth Management-ის სახით მან უძრავი ქონების დეველოპერულ სივრცეში სრულიად განსხვავებული მოთამაშე დაინახა დიდი პოტენციალითა და გეგმებით, რაც მისთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის დასაწყებად.
უფრო ვრცლად, თუ რა გეგმები აქვს ზურაბ ნიკვაშვილს Index-თან ერთად და რა როლითა თუ მოლოდინით შეუერთდა იგი კომპანიას, თავად მოგვიყვება.
როგორ შედგა თქვენი და Index | Wealth Management-ის თანამშრომლობა?
როგორც კონსულტანტს, Index | Wealth Management-თან ასოცირებულ პირებთან ადრეც მქონდა ურთიერთობა. ამჯერად კი გადავწყვიტე კომპანიის განვითარებაში უშუალოდ ჩავრთულიყავი. კომპანია სწრაფად იზრდება, აქვს ამბიციური გეგმები, საჭიროებს არსებული სისტემების შემდგომ გაუმჯობესებას და ახლის შექმნას. ეს კი ის არის, რისი კეთებაც მე მაინტერესებს და მიყვარს. ამასთან, მენეჯმენტის გუნდის ახალგაზრდული ენერგიის ჩემს მრავალწლიან გამოცდილებასთან გაერთიანება ვფიქრობ, მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს, კომპანიის ამბიციური გეგმები განვახორციელოთ.
როგორია Index-ის განვითარების თქვენეული სამომავლო ხედვა?
მივიჩნევ, რომ კომპანიაში აქტიური ღონისძიებები უნდა გავატაროთ სამი მიმართულებით. პირველი – ეს არის პროცესების განვითარება და ოპტიმიზაცია. მეორე – სისტემების უკეთ მორგება პროცესებზე და მათი შემდგომი ინტეგრაცია, ხოლო მესამე – კომპანიის კლიენტებისთვის დროული და რელევანტური ფინანსური ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ უკეთ შეძლონ უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელება.
Index | Wealth Management-ში აღნიშნავენ, რომ ზურაბის სახით კომპანიას მნიშვნელოვანი შენაძენი აქვს – „გვიხარია, რომ მოხდა ინტერესების თანხვდენა და ზურაბი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ვფიქრობთ, რომ კამპანიის განვითარების პროცესში მისი გამოცდილება და ხედვა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”.
S