ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 162 მილიონი ლარით გაიზარდა

ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 162 მილიონი ლარით გაიზარდა

2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 162 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 61 მლნ დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 759 მლნ-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 302 მლნ დოლარით არის გაზრდილი. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 64.6%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.8% იყო.

ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 36.6 მლნ ლარით გაიზარდა და 437 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.43%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ დეკემბერს 2.24% იყო.

2016 წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7% პუნქტით გაიზარდა და 18.1% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე კი ნოემბერში განაკვეთი 0.4% პუნქტით შემცირდა და 8.8% შეადგინა.

გრაფიკი: საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხებზე:

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *