“ალიანს ჯგუფი” სამშენებლო დეველოპმენტში მომავლის ტენდენციებს ამკვიდრებს

ჩვენს სამყაროში მიმდინარე ტექნოლოგიური ინოვაციები ცხოვრების წესის ახალ სტანდარტებს გვკარნახობს და სულაც არაა საჭირო, ლუკ ბესონის სამეცნიერო მეგაფანტასტიკას უყუროთ, რომ მიხვდეთ, როგორია ეს სტანდარტები. სამი ახალი ინოვაციური დეველოპერული პროექტის სახით, საქართველოში “ალიანს ჯგუფი” მალე რაღაც ისეთს შემოიტანს, რასაც თავისუფლად შეგვიძლია, თანამედროვე არქიტექტურის „მეხუთე ელემენტი“ ვუწოდოთ. ქვეყნის სამ სხვადასხვა მხარეში მდებარე ეს ახალი პროექტები ექსკლუზიური დიზაინითა და სტილით გამოირჩევა და ცხოვრების ჯანსაღ წესს განასახიერებს. “ალიანს ჯგუფი” მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებს იყენებს თავის ენერგოეფექტიან მშენებლობებში. ჯამში, $130 მილიონის დაბანდება მოხდება მომავლის სამივე  პროექტში – დედაქალაქის შუაგულში მდებარე “ალიანს თბილისში”, მზიან სანაპირო ქალაქ ბათუმში მდებარე “ალიანს პალასსა” და აჭარის მაღალმთიან რეგიონში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე “ალიანს რიზორთში”. ამ ინოვაციურ პროექტებს ერთი რამ აქვთ საერთო: თავიანთ მულტიფუნქციურ კონცეფციაში განთქმული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების ინტეგრირებას ახდენენ. სტუმარმასპინძლობის გლობალური ინდუსტრიის სამი ყველაზე ცნობილი სახელის, Marriott International-ის, Wyndham Hotel Group-ისა და Ramada Worldwide-ის, მენეჯმენტზე შვეიცარიაში დაფუძნებული საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია Sophos Hotels S.A. არის პასუხისმგებელი.

2005 წელს დაარსებულ “ალიანს ჯგუფს” 20-ზე მეტი ფართომასშტაბიანი პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული. ეს გახლდათ პირველი კომპანია, რომელმაც 2000-იანების დასაწყისში, აჭარის რეგიონში, პირველი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა და „სასტუმრო-აპარტამენტების“ ბიზნესის მოდელის პიონერი იყო საქართველოში, როდესაც ეს კონცეფცია 2008-ში ოფიციალურად შეიმუშავა. 2015 წელს, საერთაშორისოდ აღიარებულ Courtyard by Marriott-თან პარტნიორობით, მათ პირველებმა განახორციელეს იდეა მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებისა, რომელიც “ალიანს პალასის” პრემიუმ აპარტამენტებსა და 5-ვარკვლავიან სასტუმროს აერთიანებს. მოგვიანებით “ალიანს ჯგუფმა” ინდუსტრიის კიდევ ერთი გიგანტის, Ramada-ს ინკორპორირება მოახდინა თავის “ალიანს რიზორთის” პროექტში. 2017-ში დეველოპერი კიდევ უფრო შორს წავიდა და სასტუმრო-აპარტამენტების თანამედროვე კონცეფციასა და სასტუმროს გლობალურ ბრენდს საცხოვრებელი ასპექტი შეჰმატა “ალიანს თბილისის” პროექტის სახით, სადაც Wyndham Garden-ია წარმოდგენილი. ბოლო 11 წლის მანძილზე, დასრულებულ პროექტებში კომპანიას $200 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული.

“ალიანს თბილისი”: პრემიუმ კომპლექსი ვაკეში

მომავალი მთლიანად ინოვაციას გულისხმობს, ინოვაცია კი, პირდაპირი მნიშვნელობით, არის ის, რასაც “ალიანს ჯგუფი” სთავაზობს ვაკეში, ჭავჭავაძის 49ბ-ში მდებარე “ალიანს თბილისის” მცხოვრებლებს. პრემიუმ-კლასის კომპლექსი თვალს უმალ იპყრობს ვერტიკალური მასშტაბითა და ექსკლუზიური არქიტექტურით. სამცათამბჯენიანი პროექტი 40-სართულიანი საცხოვრებელი შენობისა და ორი, შედარებით დაბალსართულიანი, შერეული ტიპის ცათამბჯენისაგან შედგება, რომლებითაც Wyndham Hotel Group-ის ბრენდი – სასტუმროებისა და კურორტების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი, რომელიც 67 ქვეყანაში 7,200 სასტუმროს ამუშავებს – ვაკეს ქალაქის უახლეს ტურისტულ ცენტრად აქცევს. ინდუსტრიაში ამგვარი უმაღლესი ხარისხის დეველოპერული პროექტი მეტად ღირებულია ქალაქისთვის, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდმა სამოგზაურო ვებგვერდმა, TripAdvisor-მა თავის „უახლეს დანიშნულების ადგილთა“ სიაში მოახვედრა.

კიდევ ერთი მომენტი, რაც “ალიანს თბილისს” ასეთ მიმზიდველ პროექტად აქცევს, მისი ეკოლოგიურად ჯანმრთელი მდებარეობაა. “ალიანს თბილისის” მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, წყნეთის ტყეებიდან მონაბერი სუფთა ჰაერი ისუნთქონ და, ტერასიან აივნებზე მოკალათებულებმა, იმ ტერიტორიაზე ცხოვრების პრივილეგიებით ისიამოვნონ, რომელსაც „თბილისის ფილტვებს“ უწოდებენ. “ალიანს თბილისის”  მშენებლობაში დეველოპერი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს, რაც მას ერთდროულად, ფუფუნების ობიექტად და ენერგოეფექტიან ადგილად აქცევს. ამ მომავლის პროექტის ფარგლებში, რომლის ბოლო ორ სართულზე პენტჰაუზები აშენდება, ქვედა სართულებზე კი პრემიუმ-კლასის საცხოვრებლები, “ალიანს ჯგუფმა” ხარისხიანი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სიამეს მოუყარა თავი: ოთხსართულიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, საცურაო აუზს, ფიტნესისა და სპა-ცენტრებსა და კონსიერჟის მომსახურებას. პროექტის როგორც ინფრასტრუქტურული, ისე შიდაფუნქციური კომპონენტები თანამედროვე სერვისებს მოიცავს, მათ რიცხვში, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს, ტექნიკურ ოთახს ყოველ სართულზე, ოთახში შესასვლელად გასაღებების ნაცვლად – ბარათებს, პრივილეგიურ პერსონალურ ბარათებს, რომლებიც მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, ექსკლუზიურ ბონუსებზე ჰქონდეთ წვდომა. ამასთან, “ალიანს თბილისის” მკვიდრთ შეუძლიათ, ისარგებლონ ფოიეთი, საერთო სივრცეებითა და ლიფტის სერვისებით. ინოვაციურ და კლიენტზე მორგებულ სერვისებს პროექტის ბიზნესმოდელში ცენტრალური ადგილი უჭირავს. მცხოვრებლების, აპარტამენტების მფლობელთა და სასტუმროს სტუმართათვის კომფორტის უზრუნველსაყოფად დეველოპერს ხარჯები არ დაუზოგავს. სამივე ცათამბჯენი აღჭურვილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით.

ხელმისაწვდომი ფასები და ყიდვის მოქნილი პირობები კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მყიდველებისთვის. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი “ალიანს თბილისში” კვადრატულ მეტრზე $1,300-დან იწყება, ხოლო -აპარტამენტების  – $1,100-დან. ორივე შემთხვევაში, 30%-ის ტოლფასი წინასწარი შენატანი პირველი ნაბიჯია, უძრავი ქონების მფლობელი რომ გახდეთ. დანარჩენი ხარჯები შესაძლებელია, ეტაპობრივად, კომპანიის უპროცენტო 30 თვიანი შიდა განვადების საშუალებით დაიფაროს. ამასთან, პოტენციურ მცხოვრებლებს შეუძლიათ, “ალიანს ჯგუფის” პარტნიორი ბანკების სერვისებით ისარგებლონ და იპოთეკური სესხები ერთ დღეში, შემოსავლის შემოწმების გარეშე მიიღონ. ასევე, ბინის ან აპარტამენტის შეძენისას ერთიანი გადახდის შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებას. ჯამში, “ალიანს ჯგუფი”  $75 მილიონზე მეტს დააბანდებს “ალიანს თბილისის” პროექტში, რომელიც 2019 წელს დასრულდება.

“ალიანს პალასი”: დააბანდე და მიიღე სარგებელი შავიზღვისპირეთის საკურორტო დედაქალაქში

თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორით, საქართველო აუცილებლად მოსანახულებელ დანიშნულების ადგილად იქცევა მოგზაურებისთვის მთელი სამყაროდან. მათთვის, ვისაც შავი ზღვის მზიანი რეგიონი მოსწონს, “ალიანს ჯგუფი” მსოფლიო დონის ცათამბჯენს აშენებს ბათუმში, რომლის პირველ ექვს სართულზე Courtyard by Marriott Hotel-ი იქნება წარმოდგენილი. Marriott-ის კლასიკური ბრენდი – ამ ინდუსტრიაში წამყვანი მულტინაციონალური კომპანიისა, რომელიც 120 ქვეყანაში 6,000 სასტუმროს ამუშავებს – კიდევ უფრო გააძლიერებს ქალაქის, როგორც ძვირფასი სამოგზაურო დანიშნულების ადგილის, საერთაშორისო იმიჯს. “ალიანს ჯგუფის” – 41-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის ზედა სართულებზე განლაგებული პრემიუმ-კლასის აპარტამენტებიც უმასპინძლებს სტუმრებს. ეს მომავლის კომპლექსი ზღვის სანაპიროსთან, ქალაქის განთქმულ, ევროპაში ყველაზე გრძელ ბულვარზე დაიდებს ბინას. “ალიანს პალასის” ყველა აპარტამენტს – ერთოთახიან (30.65 კვ. მ.), ოროთახიან (53.30 კვ. მ.) და სამოთახიან (77.65. კვ. მ.) აპარტამენტებს – აივნები აქვს, რომლებიც ზღვას გადაჰყურებს. ეს უმაღლესი კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ენერგოეფექტიანი მასალებით შენდება. “ალიანს პალასის” მომხიბლავ სერვისებს შორისაა: რეცეფცია, კონსიერჟი, უსაფრთხოება, ტექნიკური სერვისები და საერთო სივრცეების და აპარტამენტის მოვლა-დალაგება. კომპლექსის კიდევ ერთი ღირებულება კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურაა, მიწისქვეშა პარკინგით, შიდა და გარე აუზებით, სპათი, ფიტნესით, კაზინოთი და რესტორნებით.

“ალიანს პალასის” ბინის კვადრატული მეტრის ფასები $1,200-დან იწყება, რაც საკმაოდ დაბალი ფასია, თუ კომპლექსის მიერ შემოთავაზებულ არაერთ ფუფუნებას მივიღებთ მხედველობაში. “ალიანს პალასი” სამკომპონენტიან ბიზნესმოდელს ეფუძნება. პირველი: კონცეფციასა და განვითარებაში Courtyard by Marriott-ი არის ინტეგრირებული. მეორე: მაღალი კლასის უძრავ ქონებაში ინვესტიცია რეგიონში წლიდან წლამდე 15%-ით იზრდება. მესამე: სასტუმრო-აპარტამენტების კონცეფციასთან ასოცირებული ინვესტიცია და მოგებები. როცა “ალიანს პალასში” აპარტამენტს ყიდულობ, საკუთარი ინვესტიციიდან დამატებითი მოგება შეგიძლია, ნახო. ასევე შეგიძლია, დამოუკიდებლად გააქირაო ბინა ან აპარტამენტების მართვის საერთაშორისო კომპანიას მოაგვარებინო ეს საკითხი; ისინი თქვენს აპარტამენტს გააქირავებენ, რაც დამატებითი სტაბილური შემოსავალია  და საშუალებას მოგცემთ, ხუთ წელიწადში აპარტამენტის ხარჯები აინაზღაუროთ. შეგიძლიათ, მთლიანი თანხა გადაიხადოთ და ფასდაკლებით ისარგებლოთ. ასევე შეგიძლიათ, საწყისი 30%-იანი შენატანის (სპეციალური შეთავაზება 15%-ს გულისხმობს) შემდეგ ეტაპობრივად დაფაროთ ხარჯები და პროექტის დასრულებამდე კომპანიის შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლოთ. შეგიძლიათ, კომპანიის პარტნიორი ბანკების სერვისებითაც ისარგებლოთ და იპოთეკური სესხი ერთ დღეში, შემოსავლის შემოწმების გარეშე მიიღოთ.

“ალიანს პალასის” პროექტში “ალიანს ჯგუფი” $45 მილიონს დააბანდებს. აპარტამენტების მშენებლობა 2018 წლის ივნისისთვის დასრულდება, Courtyard by Marriot-ის სასტუმრო კი ოფიციალურად 2019-ის აპრილში გახსნის კარს.

“ალიანს რიზორთი”: ხელუხლებელი სილამაზე, რომელიც მსოფლიოს გააოცებს

ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე და შავი ზღვის სანაპიროსგან სულ რაღაც 100 კილომეტრის დაშორებით, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ოთხსეზონიანი, კურორტის განვითარებაზე საქართველოს მთავრობა ზრუნავს. პირველი სამშენებლო დეველოპერი, რომელმაც ამ საქმეს ხელი მოჰკიდა, “ალიანს ჯგუფი” იყო. საქართველოს „ზამთრის ზღაპარში“, დეველოპერი 100-ნომრიან “ალიანს რიზორთს” აშენებს, სადაც მსოფლიოში განთქმული სასტუმრო ბრენდი, Ramada იქნება წარმოდგენილი; ეს უკანასკნელი Ramada Worldwide-ის ნაწილია – სასტუმროების გლობალური ქსელის, რომელიც 67 ქვეყანაში 850 სასტუმროს ამუშავებს. “ალიანს რიზორთი”, რომელიც Ramada Ski Resort Goderdzi-ის სახელითაცაა ცნობილი, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან შენდება, რაც მას ძვირფას, ენერგოეფექტიან პროექტად აქცევს. რაც შეეხება ჯანმრთელ გარემოსა და თავბრუდამხვევ ბუნებას, მთელი წლის მანძილზე მომუშავე კურორტს ამ მხრივ უხვად აქვს საამაყო. ნოემბრიდან აპრილამდე გოდერძის თოვლით დაფარული მთები ოთხივე სეზონზე ფანტასტიკურ ატმოსფეროს ქმნის. გოდერძის სათხილამურო კურორტი, რომელიც საქართველოში ყველაზე თოვლიანი ადგილია (თოვლი სამჯერ უფრო ღრმაა, ვიდრე ბაკურიანისა და გუდაურის სათხილამურო კურორტებზე), აჭარის მაღალმთიან რეგიონში, უნიკალურ კლიმატურ ზონაში მდებარეობს. სწორედ აქ უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ექვსმემილიონე ვიზიტორს.

ექვსსართულიანი მომავლის სასტუმრო კომპლექსი, “ალიანს რიზორთი”, 2018-ში გახსნის კარს და შეძლებს, ერთდროულად 250 სტუმარს უმასპინძლოს. ამ პროექტში “ალიანს ჯგუფი” $10 მილიონს დააბანდებს. ამასობაში, სამთო კურორტი უფრო იოლად მისაწვდომი რომ გახდეს, კურორტ გოდერძის განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, როგორც საქართველოს, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობები მთავარი გზის გაუმჯობესების მსხვილ პროგრამაზე მუშაობენ. 

სტატია ინგლისურ ენაზე

წინა სტატია

Investing in Development
15 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

GAA: International Reputation Of Georgia And Row Material Supply To USA Jeopardized
14 მაისი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა