ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 12.1 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში (იანვარ-ოქტომბერში) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 8 005 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით (861 მლნ ლარით) მეტია 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების 8.6%-ით ზრდაა დაგეგმილი.

პროცენტულად ყველაზე მეტად აქციზიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა - 32.8%-ით. შემდეგ მოდის დამატებული ღრებულების გადასახადი (დღგ) 24.3%-იანი ზრდით. 26.4%-ით შემცირდა მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, რადგან მიმდინარე წლიდან მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება. სხვა გადასახადების შემცირება ტექნიკური ხასიათის ცვლილებითაა განპირობებული. გასულ წელს გარკვეული გადასახადები ჯერ სხვა გადასახადების მუხლში აისახებოდა და მერე ნაწილდებოდა, წელს კი პირდაპირ კონკრეტული გადასახადის მუხლში აისახება. თანხობრივად ყველაზე მეტად დღგ-სგან მიღებული შემოსავალი გაიზარდა - 664 მლნ ლარით.

2017 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა ჯამში 9 540 მლნ ლარი უნდა შეადგინოს, რომლის 84% ბიუჯეტში უკვე შესულია.

ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახო შემოსავლები, მლნ ლარი

 

იან-ოქტ, 2016

იან-ოქტ, 2017

ზრდა

საგადასახადები შემოსავლები სულ

7144

8005

12.1%

აქციზი

890

1182

32.8%

დღგ

2738

3402

24.3%

საშემოსავლო გადასახადი

1972

2425

23.0%

ქონების გადასახადი

277

297

7.2%

იმპორტის გადასახადი

58

58

0.0%

მოგების გადასახადი

900

662

-26.4%

სხვა გადასახადები

310

-21

-106.8%

ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლები აქციზი შემოსავლები

წინა სტატია

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს
01 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

IMF Is Expecting Boosting Of Economic Growth In Georgia And Other Countries Of The Region
01 ნოემბერი, 2017
ბიძინა ივანიშვილი ერთ წელში $350 მილიონით გამდიდრდა
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 27, 2017
ანტრეპრენიორი
საქართველო | დეკ, 26, 2017
ხარისხის ფილოსოფია
კომპანიები | იან, 12, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა