მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

გასული წლის ბოლოს მსოფლიოში 1,542 მილიარდერი იყო, რომელთა საერთო ქონება $6 ტრილიონს აღემატება. UBS-ის და PwC-ის კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით მსოფლიოში მილიარდერების ქონება 0,9 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. 

ისტორიაში პირველად, აზიაში მეტი მილიარდერი ცხოვრობს ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

ევროპაში 342 მილიარდერი ცხოვრობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 563, აზიაში კი მილიარდერების რაოდენობა 637-ია. 

მიუხედავად ამისა, ამერიკელი მილიარდერები აზიელებზე მდიდრები არიან, მათი ქონება ჯამში  $2.8  ტრილიონს შეადგენს, რაც წლირად 0,5 ტრილიონი დლარით გაზრდილი მაჩვენებელია. 

გასულ წელს ჩინეთმა 67 ახალი მილიარდერი შეიძინა, ხოლო ინდოეთმა – 16. 

მსოფლიოს 10 ქვეყანა ყველაზე მეტი მილიარდერით შემდეგია: 

შვეიცარია – 35 მილიარდერი

საფრანგეთი – 39 მილიარდერი

იტალია – 42 მილიარდერი

გაერთიანებული სამეფო – 55 მილიარდერი

ჰონგ კონგი – 69 მილიარდერი

რუსეთი – 96 მილიარდერი

ინდოეთი 0 100 მილიარდერი

გერმანია – 117 მილიარდერი

ჩინეთი – 318 მილიარდერი

ამერიკის შეერთებული შტატები – 563 მილიარდერი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.