მილიარდერები სამეფო ოჯახებიდან

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგებში მუდმივად ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. Bloomberg Billionaires Index-ში სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ მეორეა, რომლის ქონებაც $4,4 მლრდ-ს შეადგენს. პრინცმა ქონება მისი ოჯახის კუთვნილი ბანკის LGT Group-ის წყალობით დააგროვა. მხოლოდ მიმდინარე წელს კი მისი ქონება $1,7 მილიარდით გაიზარდა.

სამეფო ოჯახის უმდიდრეს წარმომადგენლად ითვლება ჰიუ რიჩარდ ლუის გროსვენორი. ვესტმინსტერის ჰერცოგის ქონება $12,9 მილიარდადაა შეფასებული. ჰერცოგის ოჯახი ლონდონსა და მის შემოგარენში მიწებს 1677 წლიდან ფლობს. 26 წლის ჰერცოგი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

გრაფი ჩარლზ კადოგანი ევროპის სამეფო ოჯახის უმდიდრეს წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია. მისი ქონება $7,5 მილიარდს შეადგენს. გრაფის ოჯახი ლონდონის ელიტურ უბნებში მიწებს 1753 წლიდან ფლობს. $380 მილიონს ფლობს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II. სამეფო ოჯახი გაცილებით მეტ ქონებას ფლობს, თუმცა უშუალოდ დედოფლის მფლობელობაში მხოლოდ $380 მილიონის აქტივებია.

მილიარდერები სამეფო ოჯახები რეოტინგი

წინა სტატია

ოქტომბერში ლარი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ გამყარდა
28 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

"ნენსკრა რეგიონში ყველაზე დიდი ჰიდროკონსტრუქცია იქნება"
29 ნოემბერი, 2017
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა