ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 14.9 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 14.9 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ნოემბერში წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის ნოემბერთან შედარებით 14.9%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 46%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 15.1%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 12.4%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 44%-ით, რეზინისა და პლასტმასის წარმოება 16%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 11.5%-ით. ტყავის და ტყავის ნაწარმის წარმოება 15.4%-ით გაიაფდა, საფეიქრო ნაწარმის 3.7%-ით.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *