ჯეფ ბეზოსი იანვარში $20 მილიარდით გამდიდრდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი ყოველდღიურად უფრო მდიდარი ხდება.

Amazon-ის დამფუძნებლი 2018 წლის იანვარში 20 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მისმა ქონებამ $119 მილიარდს გადააჭარბა. 

Amazon-ის ღირებულება, სავარაუდოდ, მალე 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. კომპანია ვითარდება, იზრდება და ინვესტორებიც სულ უფრო და უფრო ენდობიან მას. რაც განაპირობებს კიდეც ბეზოსის მზარდ სიმდიდრეს. 

იანვარში $7 მილიარდით გაიზარდა უორენ ბაფეტის ქონება და ის ფაქტობრივად დაეწია ბილ გეითსს. Forbes-ის მილიარდერების სიაში გეითსი მეორეზეა $92.4 მილიარდით, ბაფეტი კი მესამეზე - $92.3 მილიარდით. 

ადევნეთ თვალი მილიარდერების რეიტინგს ლაივ-რეჟიმში Forbes Georgia-ს ვებგვერდზე.

ჯეფ ბეზოსი ამაზონი მილიარდერების რეიტინგი Amazon

წინა სტატია

უხილავი ოპტიმიზაცია
03 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

2017 წელს საქართველოში 60 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა
01 თებერვალი, 2018
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა