BOG Fintech-ის მხარდაჭერით, მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi იმართება

საქართველოს ბანკის BOG Fintech-ის მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi იმართება. ფესტივალი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მუშაობს მონაცემებთან ან დაინტერესებულნი არიან მონაცემთა დამუშავების ახალი შესაძლებლობებით. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს სტუმრობენ სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Facebook, Amazon, TransferWise, Zalando და 30 სხვა კომპანიიდან. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ჩატარებულ კონფერენციას ესწრება სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მონაწილე. მათ შორის,  ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ. 

წლევანდელი ფესტივალი 6 ძირითად თემას მოიცავს. ესენია:მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება; მონაცემთა ჟურნალისტიკა; ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები; მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში; ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება; მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში. 

მონაწილეებმა პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლები მოისმინეს, მეორე დღეს კი გაიმართება თემატური სემინარები. მესამე დღე დაეთმობა datathon-ებზე პრაქტიკაში გასატარებელ იმ ცოდნას, რაც მონაწილეებმა პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს. 

"მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე #TEDxTbilisi გაიმართება

საქართველოს ბანკის და დეველოპერული კომპანია “რედ-კო”-ს ერთობლივი აქცია

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე #TEDxTbilisi გაიმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე #TEDxTbilisi გაიმართება

წინა სტატია

Bitfury-მ ინვესტორებისგან $80 მლნ მოიზიდა
07 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
07 ნოემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა