“ალიანს ჯგუფი” ბათუმში პირველ ენერგოეფექტურ “მინი ქალაქს” ააშენებს

“ალიანს ჯგუფი”, ლიდერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების პარალელურად, უძრავი ქონების ბაზარზე სიახლეების დანერგვას განაგრძობს. საქართველოში გამართული “ენერგოეფექტური მშენებლობის” პირველი საერთაშორისო კონფერენციიდან რამდენიმე დღეში კომპანია ბათუმში ენერგოეფექტური “მინი ქალაქის” აშენებას აანონსებს. პრემიუმ კლასის ბრენდული საერთაშორისო სასტუმროების ქვეყანაში შემოყვანით და და აპარტოტელის კონცეფციის ინოვაციით ცნობილი “ალიანს ჯგუფი” აჭარის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტს და A კლასის საოფისე ფართებს განავითარებს. “ალიანს სითის” მულტიფუნქციური კომპლექსი ე.წ “ლუჟკოვის სახლის ადგილას ”20 ათას კვ.მ-ზე აშენდება. ეს 13-სართულიანი, ექსპლუატაციაში დღემდე მიუღებელი შენობა ორი ათეული წელია მიტოვებულია და ზიანს აყენებს ქალაქის იერსახეს და ეკოლოგიას. უსახური ნაგებობის ნაცვლად “ალიანს ჯგუფი” “დემონტაჟის შემდეგ, “ლუჟკოვის სახლის” ადგილას რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, რის შედეგადაც ჰაერის ნაკადის წინაღობა 2.5-ჯერ შემცირდება.  ენერგოეფექტურ პროექტში გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიების ხარჯზემაქსიმალურად შემცირდება ენერგიის მოხმარება და შესაბამისად ნაკლები იქნება ნახშირორჟანგის  (CO2) გამოყოფა,.  ჯამში, “ალიანს სითი” დაზოგავს დაახლოებით 60% ენერგიას, რაც წლის განმავლობაში 6500 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფის ტოლფასია. ამ რაოდენობის ნახშირორჟანგის კომპენსააციისთვის საჭიროა 32 000 ხე. ენერგოეფექტური მშენებლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო კურორტებისთვის, როგორიცაა ბათუმი, სადაც მუდმივად შენდება განთავსების და კვების ახალი ობიექტები და სზვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

 “ე.წ ლუჟკოვის სახლის პროექტი მაშინ დაიგეგმა, როცა ბათუმს არ ქონდა განვითარების ის დინამიკა რაც 21-ე საუკუნეში აქვს. თანამედროვე საზღვაო ქალაქების და კურორტების გლობალური ტენდენცია კი არის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, სასტუმროების, გასართობი და დასასვენებელი კომპლექსების განლაგება პირველ ზოლში და არა საცხოვრებელი სახლების,” აცხადებს აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი.

„ალიანს სითის“ განვითარებაში, რომელიც  ერთ სივრცეში გააერთიანებს ბათუმისთვის სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას- მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს და A კლასის საოფისე ფართებს, ასევე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს-დეველოპერი 130 მილიონ დოლარს დახარჯავს.

“ალიანს სითი” ბათუმის კომერციულ და საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე, ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს,” აღნიშნავს აკაკი სონგულია.    

2023 წლისთვის, მას შემდეგ რაც “ალიანს სითის” მშენებლობა დასრულდება, ბათუმს ექნება გამართული კომპლექსური მომსახურების ინფრასტრუქტურა, იქნება ეს სავაჭრო, საოფისე თუ სასტუმრო მიმართულებით.

“ალიანს ჯგუფის” შესახებ

“ალიანს ჯგუფი” პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა,  რომელმაც ბათუმში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა 2005 წელს; პირველია, ვინც სასტუმრო-აპარტამენტის კონცეფცია დანერგა 2008-ში; და პირველი, ვინც საცხოვრებელი შენობები საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან დააკავშირა 2015-ში. აჭარის რეგიონში კომპანიას $200 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული მსხვილმასშტაბიან, უკვე დასრულებულ პროექტებში. დამატებით $390 მილიონის ინვესტირება ხორციელდება მიმდინარე პროექტებში, რომლებიც მულტიფუნქციურ კომპლექსთა ფრანშიზებს მოიცავს, მათი განვითარება კი, თავის მხრივ, განთქმულ საერთაშორისო სასტუმრო ქსელებთან პარტნიორობით ხდება, როგორებიცაა Marriott International-ი და Wyndham Hotel Group-ი.  

ჩვენ გირჩევთ

საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

პორტირება მეოცე საუკუნემდე

საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

წინა სტატია

ბათუმი იმპერიათა გზაგასაყარზე
01 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

პირველ კვარტალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 100.5 პროცენტით შესრულდა
01 აპრილი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა