ადამიანი-რობოტი

იაპონიის მოწინავე სამედიცინო დანიშნულების კიბორგების მწარმოებელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რიგს შეუერთდა.

რობოტოტექნიკის იაპონური მწარმოებლის, Cyberdyne-ის, დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, იოშიუკი სანკაის, ქონება უკვე $1 მილიარდად ფასობს. ამის მიზეზი მისი კომპანიის აქციებზე ფასის გაოთხმაგებაა, რაც, თავის მხრივ, მარტში კომპანიის ტოკიოს საფონდო ბირჟაზე შესვლით არის განპირობებული.

56 წლის სანკაი “კიბერნიკსის” გამწევი ძალაა – მულტიდისციპლინური დარგისა, რომელიც მექანიკური პროთეზების შესაქმნელად ბიონიკის, ელექტრონიკისა და ფიზიკის სფეროებს აერთიანებს. ალბათ გსმენიათ HAL-ის შესახებ (იშიფრება როგორც “ჰიბრიდული დამხმარე კიდური”), რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სხეულზე ირგებენ, რათა იგი ტვინის მიერ გაცემული ბრძანებებით მართონ (ნამდვილად არ არის უადგილო “2001: კოსმოსური ოდისეის” გახსენება).

470 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით HAL-ს უკვე მოიხმარს. “იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში მას ისევე შეხედავენ, როგორც სათვალეს, – განუცხადა სანკაიმ Japan News-ს. – სათვალე სხვა არაფერი იყო, თუ არა მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს მხედველობის უნარის ნაკლულობას უნაზღაურებდა, თუმცა ახლა იგი მოდურ ატრიბუტადაც იქცა”.

ეს შეიძლება უფრო მალე მოხდეს, ვიდრე მას ჰგონია. SNS-ის პროგნოზით, “სხეულზე მოსარგები მოწყობილობების” მსოფლიო ბაზარი წელს $20-მილიონიან მოგებას ნახავს და მომავალი ექვსი წლის განმავლობაში 40%-ით გაიზრდება (იაპონიის პრემიერ- მინისტრმა, შინზო აბემ, განაცხადა, რომ გაუხარდებოდა, თუკი 2020 წელს, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პარალელურად “რობოტების ოლიმპიადას” იხილავდა).

სანკაი არ დაუშვებს საკუთარი რობოტების მიერ “ძალაუფლების ხელში აღებას”: მან შექმნა წილის ორმაგი სტრუქტურა, რათა Cyberdine-ზე კონტროლი არ დაკარგოს. “B კლასის” აქციებიდან, რომელთაც მთლიანად თავად განკარგავს, თითოეულს ორი ხმის ძალა აქვს კომპანიის სხვა აქციებთან შედარებით. სანკაის თქმით, იგი ამგვარად HAL-ს თავიდან ააცილებს მისი სამხედრო, ან “არაეთიკური” მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას.

წინა სტატია

ჩაითრევს თუ არა ევროპა დანარჩენ მსოფლიოს?
06 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

Forbes Woman Club-ის წესდება
06 აპრილი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა