Forbes Woman Club-ის წესდება

Forbes Woman Club-ის წესდება

2014 წლის მიწურულს ქართულმა “ფორბსმა” Forbes Georgia Woman Club–ი დაარსა.

კლუბის მიზნებია:  შეიქმნას უნიკალური გარემო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების, გაფართოების და ინფორმაციის მიმოცვლისთვის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის; წაახალისოს და მხარი დაუჭიროს ღირსეული სამეწარმეო საქმიანობის იდეალებს; ხელი შეუწყოს პირადი კონტაქტების განვითარებას და მაღალი ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას ბიზნეს ურთიერთობებში.

ახლადშეექმნილ ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანება შესაძლებელია კლუბისგან მოწვევის მიღების შემთხვევაში, ასევე კლუბის უკვე მოქმედი წევრების რეკომენდაციის საფუძველზე. კლუბში ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას ქართული “ფორბსის” დირექცია მიიღებს.

კლუბის წევრობა შეიძლება მოიპოვონ დადებითი საქმიანი რეპუტაციის მქონე ადამიანებმა, მსხვილი და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელებმა და მფლობელებმა, ასევე კულტურის მოღვაწეებმა, ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა და მეცნიერებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

გაეცანით Forbes Woman Club–ის წესდებას ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *