2015 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 172 მილიონი ლარი შევიდა

2015 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 172 მილიონი ლარი შევიდა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2015 წლის საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს მოიცავს, პრივატიზაციის შედეგად 172.3 მილიონი ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 105.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალმა 66.8 მილიონი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდაან შემოსავალი ძირითადად შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან შევიდა, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტებში მიწის გაყიდვიდან.

აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის გამყარების ხელშესაწყობად, გასულ წელს მთავრობა გეგმავდა პრივატიზაციიდან მოეზიდა 300 მილიონ დოლარამდე, თუმცა წლის ბოლომდე მხოლოდ 172.3 მილიონი ლარია ბიუჯეტში შემოსული, რაც დაახლოებით 75 მილიონი დოლარია. თუმცა, 2014 წელთან შედარებით პრივატიზაციიდან შემოსავალი 79%-ით არის გაზრდილი.

ცხრილი – სახელმწიფოს შემოსავალი არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან (პრივატიზაციიდან):

(მილიონ ლარებში)

სახელმწიფო ბიუჯეტში

ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი

ჯამი

სულ

105.5

66.8

172.3

ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

102.4

17.2

119.6

მათშორის: შენობებისადანაგებობებისგაყიდვიდან

101.4

17

118.4

მიწის გაყიდვიდან

3.1

49.6

52.7

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.