2016 წელს საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 16 700 კაცით შემცირდა

2016 წელს საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 16 700 კაცით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 16 700 კაცით (1%-ით) შემცირდა და 1 763 ათასი შეადგინა. თუმცა, 6500 კაცით შემცირდა უმუშევართა რაოდენობაც. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სამუშაო ძალის (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) შემცირებითაა განპირობებული.

დასაქმებულებს შორის შემცირდა, როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა (8 100 კაცით), ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა (7 200 კაცით). 2016 წელს დაქირავებით 745.4 ათასი კაცი იყო დასაქმებული, ხოლო თვითდასაქმებული 1 011 ათასი იყო.

უმუშევრობის დონემ 11.8% შეადგინა. 2016 წელს უმუშევრობის დონე 12% იყო. დასაქმების დონე 59.7%-დან 59.5%-მდე შემცირდა.

დაახლოებით 5 000 კაცით გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ არსებული მოსახლეობა და 963 ათაში შეადგინა. ეს არის მოსახლეობა, რომელიც სტატისტიკური მეთოდოლოგიის თანახმად არც დასაქმებულად ითვლება და არც უმუშევრად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *