2017 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 270 მილიონი დოლარით გაიზარდა

2017 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 270 მილიონი დოლარით გაიზარდა

2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 270 მილიონი დოლარით (10.45%-ით) გაიზარდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის ბოლომდე სავალუტო რეზერვები 54 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

დეკემბერში სავალუტო რეზერვები 46 მლნ დოლარით გაიზარდა და 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 664 მლნ დოლარი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია, ხოლო 2 169 მლნ დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული.

გრაფიკი: ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მლნ აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.