2018 წელს საქართველოს 44 სასტუმრო შეემატა

2018 წელს საქართველოს 44 სასტუმრო შეემატა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 1 639 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც 44 ერთეულით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე, ბოლო 5 წელიწადში კი მათი რაოდენობა გაორმაგებულია.

2 529-ით გაიზარდა სასტუმროებში და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ნომრების რაოდენობა და 33 186 შეადგინა. ერთ დაწესებულებაზე საშუალოდ 20 ნომერი მოდის. 2010 წელთან შედარებით ნომრების რაოდენობა გასამმაგებულია.

2018 წელს სასტუმროებს 3.7 მლნ ადამიანი ესტუმრა, რაც 285 ათასით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე.

იზრდება სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობაც, გასულ წელს 19 261 ადამიანი იყო დასაქმებული. 2014-2018 წლებში სასტუმროებს წელიწადში საშუალოდ 2 000 სამუშაო ადგილი ემატებოდა.

ცხრილი: სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ძირითადი მაჩვენებლები

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

სასტუმროების რაოდენობა

462

616

777

836

986

1,225

1,496

1,595

1,639

ნომრების საერთო რაოდენობა

10,564

12,901

14,463

15,351

18,248

23,097

28,437

30,657

33,186

სტუმართა რაოდენობა, ათასი

597

853

1,185

1,256

1,391

1,855

2,540

3,382

3,666

სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობა

6,161

7,416

8,561

8,735

10,211

13,236

15,628

17,591

19,261

წყარო: საქსტატი