2019 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წელთან შედარებით 154 მლნ დოლარით (10%-ით) გაიზარდა. 2018 წელს საქართველოში 1 580 მლნ დოლარი, ხოლო 2019 წელს 1 733 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
2019 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა. 2018 წელთან შედარებით 8 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 237 მლნ დოლარი.
საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან და უკრაინიდან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2018 წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილბი 28 მლნ დოლარით შემცირდა. 11 მლნ დოლარით შემცირდა თურქეთიდან გზავნილები.
ცხრილი: ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, მლნ აშშ დოლარი