2020 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 394 მილიონი დოლარით გაიზარდა

2020 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 394 მილიონი დოლარით გაიზარდა

2020 წელს 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 394 მლნ დოლარით (12%-ით) გაიზარდა და 3.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. რეზერვების ზრდა პანდემიის გამო მიღებულმა საგარეო დახმარებებმა და კრედიტებმა განაპირობა. ამასთან, 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 873 მლნ დოლარი გაყიდა.

3.7 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან 2.5 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 1.2 მილიარდი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მლნ აშშ დოლარი

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.