2021 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 33%-ით გაიზარდა

2021 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 33%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 32.9%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. 2021 წელს, ასევე, 28.4%-ით გაიზარდა ქერის წარმოება და 58.3 ათასი ტონა შეადგინა.

საინტერესოა, რომ 2020 წელთან შედარებით 8.6%-ით შემცირდა სიმინდის წარმოება. 2021 წელს წარმოებული სიმინდის რაოდენობამ 233 ათასი ტონა შეადგინა. სანაცვლოდ, 12.7%-ით გაიზარდა კარტოფილის წარმოება და 235.1 ათასი ტონით განისაზღვრა.

2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ხორბლის, ქერისა და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.7 ტონა შეადგინა.

გასულ წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 212.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია. სიმინდის ნათესი ფართობი 2021 წელს 79.4 ათასი ჰექტარი იყო. რაც შეეხება ხორბალს, მისმა ნათესმა ფართობმა გასულ წელს 50.6 ათასი ჰექტარი შეადგინა.

კლება შეინიშნება თესლოვანი ხილის წარმოების ტენდენციაში. გასულ წელს ქვეყანაში 85.6 ათასი ტონა თესლოვანი ხილი იწარმოა, რაც 16.2%-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *